წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
არა მარტო უნდა გაურბოდე ამგვარ საუბრებსა და ბოროტ თავყრილობებს, არამედ, თუ შეგიძლია, ღვთისმოსაობით ძმათა შორის ჩაშალე ასეთი საუბარი, სიკვდილის ხსენებითა და საშინელი სამსჯავროს შიშით. ასეთ შემთხვევაში სჯობს ამპარტავნების ვნებით ოდნ... იხილეთ სრულად
თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავანებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არ აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი ის იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი, ვინც თავს ღვთისათვის მგლოვიარედ მიიჩნევენ, მრისხანებასა და ამპარტავნებაში არიან, მათი ცრემლი ცდომილებად უნდა ჩავთვალოთ: რამეთუ რაი ზიარება არს ნათლისა ბნელისა მიმართ? (კორ.6,14) ცრუ გლოვა ამპარტავნებას ... იხილეთ სრულად
მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას, ვინც ბალაამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი ... იხილეთ სრულად
ერთმა გამოცდილმა მოღვაწემ ასეთი რამ მითხრა: - როდესაც ამპარტავნებისკენ ვგრძნობდი სწრაფვას, ან მრისხანება ან ნაყროვანების ვნება მიპყრობდა, მაშინ ცრემლებზე ფიქრი შინაგანად მამხელდა და მეუბნეოდა: - ნუ მიეცემი ამპარტავნებას, თორემ მე ... იხილეთ სრულად
თუმცა სწავლულება და ცოდნა ბევრს ამპარტავნებაში ჩააგდებს, უსწავლელობა გარკვეულწილად დაამდაბლებს კაცს, რადგან უსწავლელი კაცი თავს ვერ იმაღლებს
თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან
ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან
უბრალო სული სიმდაბლის მეუღლეა, ხოლო მზაკვარი სული - ამპარტავნების მეგობარია. მშვიდთა სულები სიბრძნით აღივსებიან, ხოლო მრისხანე კაცის გონება - სიბნელითა და უგუნურებით.