წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
33. გონების მანკიერების საფუძველია, პირველ რიგში, არასწორი ცოდნა, მეორე - საყოველთაოდ აუცილებლის უცოდინრობა, (ამას ვამბობ ადამიანის გონებასთან დაკავშირებით, რამეთუ ანგელოზთათვის არაა ნიშანდობლივი რაიმეს ნაწილობრივი ცოდნა); მესამე - ვნებიანი გულისთქმანი, მეოთხე - ცოდვის მოსურვება.
თემა: განათლება, ცოდნა, ცოდვა, აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, გონებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
32. წმიდა ძალნი ერთმანეთისადმი განათლების გადაცემით ადამიანის ბუნებასაც გადასცემენ მათში არსებულ სიკეთესა და ცოდნას. სიკეთეში უგულისხმება ღმერთს მიმსგავსებული სიკეთე, რომლითაც თავის თავსაც სიკეთეს უყოფენ, ერთმანეთსაც და მათზე მდაბალ არსებებსაც, რითაც მათ ღვთივსათნოს ხდიან; ცოდნას კი იმისას გადასცემენ, რომ ღმერთი უზენაესია, რამეთუ "შენ, - ამბობს წინასწარმეტყველი, - უფალო უკუნისამდე ჰგიე" (ფს.91, 9). ისინი ან ხორციელ არსებათა შესახებ ასწავლიან რაღაც უღრმესს, ან უხორცო არსებათა შესახებ რაღაც უზუსტესს, ან განგების შესახებ რაღაც უცხადესს, ან სამსჯავროს შესახებ უგარკვეულესს.
თემა: განათლება, ცოდნა, სიკეთე, ადამიანი, ღმერთი, ანგელოზიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
31. სულიერ ძალთა შორის ზოგი მასაზრდოებელი და მზრდელია, ზოგი - წარმომსახველი და განმზრახველი. ბოლოს, ზოგი - გონიერი და მოაზროვნე. პირველ მათგანს მცენარეები მიეკუთვნება, მეორეს პირველთან ერთად, ცხოველები, ხოლო მესამეს, პირველ ორთან ერთად, - ადამიანი, პირველი ორი ძალა ხრწნადია, ხოლო მესამე -უხრწნელი და უკვდავი.
თემა: ადამიანი, ცხოველებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
30. ყველა სხეული მოქმედების უნარის არმქონეა; ისინი სულის მეშვეობით მოქმედებენ. ზოგი გონიერი სულით მოქმედებს, ზოგი - უგუნურით, ზოგი კი - უგრძნობით.
თემა: სხეული, სული, სული და სხეულიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
29. ყველა ქმნილება ან გონიერი და ჭკვიანია და თავის თავში გააჩნია საპირისპირო, ე.ი. სიკეთე და ბოროტება, ცოდნა და უმეცრება, ან სხვადასხვა სხეულის მქონეა, ისეთი საპირისპირო შედგენილობით, როგორიცაა: მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი. პირველი სრულიად უსხეულო და არანივთიერია, თუმცა კი ზოგი მათგანი სხეულს უკავშირდება, მეორე კი მხოლოდ ნივთიერებებისა და გარეგნული სახისაგან შედგება.
თემა: ადამიანი, ცხოველებიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
28. ელინები ვარაუდობდნენ რა, რომ ქმნილებათა ბუნება დასაბამიდან ღმერთთან იყო და რომ მათ ღვთისაგან მხოლოდ თავიანთი თვისებები მიიღეს, ამბობდნენ, რომ ქმნილებათა ბუნებას არაფერი გააჩნია საპირისპირო, არამედ საპირისპირო მხოლოდ მათ თვისებებშია. მაგრამ ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ერთ მთლიან ღვთიურ ბუნებას, როგორც მარადიულს, უკიდეგანოსა და ყველა სხვა არსებისათვის მარადისობის მიმინჭებელს, არაფერი გააჩნია საპირისპირო. ქმნილებათა ბუნებას კი არყოფნა უპირისპირდება და მათი მარადიულობა ან არყოფნა თვით ღვთის ნებაზეა დამოკიდებული. მაგრამ რადგანაც ღვთის მადლი უცვალებელი და მოუშლელია, ამიტომ ქმნილება, როგორიც ყოველთვის იყო, ისეთივე იქნება, თუმცა კი, მას მომავალი ყოვლისმპყრობელი ძალით მოსილს, როგორც ითქვა, გააჩნია თავისი საპირისპირო - არყოფნა, რადგან ღვთის მიერ არყოფნიდან ყოფნადაა მოყვანილი და ღვთისავე ნებაა, იარსებებს თუ არა იგი.
27. ღმერთს, როგორც თავისთავად არსებულს, თავისთავად კეთილსა და ბრძენს, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როგორც ყველაზე უზენაეს არსებას, არაფერი გააჩნია საპირისპირო. მაგრამ ქმნილებებს, როგორც მხოლოდ თანაზიარობითა და მადლის წყალობით არსებულთ, თვით ყველაზე გონიერთ და სიკეთისა და სიბრძნის მადლის მქონეთაც კი, გააჩნია საპირისპირო, კერძოდ, ყოფნა და არყოფნა, სიკეთისა და სიბრძნის ნიჭი და ბოროტება და უმეცრება. მათი მარადიულობა და არყოფნა შემოქმედს ხელეწიფება, ხოლო ღვთის მადლისა და სიბრძნის თანაზიარობა და არათანაზიარობა გონიერ ქმნილებათა ნებაზეა დამოკიდებული.
თემა: სიკეთე, ადამიანი, ღმერთი, სიბრძნე, ბოროტებაავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ
26. ყველა გონიერი და ჭკვიანი არსება ორად იყოფა, ე.ი. ანგელოზურ და ადამიანურ არსებად. მთელი ანგელოზური სამყარო კვლავ ორ მთავარ ზნეობრივ დაჯგუფებად და ნაწილად იყოფა: წმინდად და არაწმინდად, ე.ი. წმიდა ძალებად და არაწმიდა ანგელოზებად; მთელი კაცთა მოდგმა კი მხოლოდ ორ ნაწილად, ე.ი. ღვთისმოსავებად და უკეთურებად იყოფა.
თემა: ეშმაკი, დემონი, ადამიანი, ანგელოზიავტორი: წმ. მაქსიმე აღმსარებელი
წყარო: ოთხი ასეული თავი სიყვარულის შესახებ