საკუთარი თავის უარყოფა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის უარყოფა, გამონათქვამები
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის ...
იხილეთ სრულად
როცა მაცხოვარი ჩვენგან მოითხოვს, უარვყოთ ჩვენი თავი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბუნების მეორე მხარე - ცოდვა და მისკენ მიდრეკილება უნდა დავთმოთ. ვისაც ამ დიდი მცნებების აღსრულება სურს, უნდა ახსოვდეს რა ძნელია ეს სამე, რადგან თავის თავს, თავის ცუდ ჩვეულებებსა და მიდრეკილებებს ყოველ წამს უნდა ებრძვოდეს. წმინდანები, რომლებიც სიყრმიდანვე შეუდგნენ უფალს, სიკვდილამდე ამ ბრძოლაში იყვნენ. მეორე: კაცი უნდა ებრძვოდეს სოფელს, სადაც იგი მრავალ ცოდვას და ცუდ მ...
link
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს იწყინება კიდე, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი ...
იხილეთ სრულად
მათ, რომელთაც მისი მოწაფეობა სურთ, მაცხოვარი სამ პირობას უყენებს: თავისი თავის უარყოფა, საკუთარი ჯვარის აღება და მისი შედგომა. სოფლის მოყვარეს იწყინება კიდე, როცა პირველ პირობას მოისმენს, მაგრამ ვისაც ქრისტეს მიმდევრობა სურს, იგი აუცილებლად უნდა სჰეასრულოს ამ პირობის შესრულების გარეშე, თუნდაც ამქვეყნიური, არც ერთი კეთილი და საარგებლო საქმე არ აღესრულება.
link
კაცი რომ არ შემცდარიყო, ცოდვაში არ ჩავარდნილიყო, მაშინ მისთვის რა საჭირო იქნებოდა თავის უარის ყოფა; მაშინ მას უნდა შეენახა, დაეცვა თავისი ბუნება და ყოველი ნიჭი ისე, როგორც ღმერთმა შეჰქნა იგი. მაგრამ ახლა, რადგანაც კაცის ბუნება არი...
იხილეთ სრულად
კაცი რომ არ შემცდარიყო, ცოდვაში არ ჩავარდნილიყო, მაშინ მისთვის რა საჭირო იქნებოდა თავის უარის ყოფა; მაშინ მას უნდა შეენახა, დაეცვა თავისი ბუნება და ყოველი ნიჭი ისე, როგორც ღმერთმა შეჰქნა იგი. მაგრამ ახლა, რადგანაც კაცის ბუნება არის დაცემული, წამხდარი, მან სწორედ უნდა უარჰყოს, დაღუპოს მისი აწინდელი სული და მით აცხოვნოს იგი. თუ ახლა კაცი თავის თავს ეფერება, ამით იგი გააცოცხლებს თავის გულში ყოველსა ცოდვასა და ვნებას. ამისათვის მან უნდა დაღუპოს, წარწ...
link
ყოველი კაცის გულში ბუდობს უზომო თავხედობა, ყოველ კაცს უყვარს თავის მოფერება. სოფლის კაცი, ცოდვილი, თითქმის ისე ეფერება თავის თავს და ყოველთა თვისთა ხორციელთა მოთხოვნილებათა ისე აკმაყოფილებს, როგორც დედა მის მკლავზე მჯომარე ჩვილს. ...
იხილეთ სრულად
ყოველი კაცის გულში ბუდობს უზომო თავხედობა, ყოველ კაცს უყვარს თავის მოფერება. სოფლის კაცი, ცოდვილი, თითქმის ისე ეფერება თავის თავს და ყოველთა თვისთა ხორციელთა მოთხოვნილებათა ისე აკმაყოფილებს, როგორც დედა მის მკლავზე მჯომარე ჩვილს. თუ კაცის გულში გადიდებულია ამისთანა თავხედობა, მას სადღა შეუძლია ჯეროვნად შეიყვაროს ან ღმერთი, ან კაცი. იგი ყოველთვის მზად არის, თვისი მოყვასი შესწიროს თავის კმაყოფილებას, არა თუ თავი თვისი მოახმაროს მოყვასთა. აღვირ სასხ...
link
დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარისყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის. გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამანი თავის თავს უნდა დაივიწყებდნენ და თავი შესწირონ შვილთა...
იხილეთ სრულად
დიდი და ფრიად საჭირო არს ყოვლისა კაცისათვის თავის უარისყოფა, ესე იგი თავის შეწირვა სხვისათვის. გარნა შენს სახლში ყოველს დღეს გაქვს შემთხვევა აღასრულო ეს სათნოება. აქ დედ–მამანი თავის თავს უნდა დაივიწყებდნენ და თავი შესწირონ შვილთა; შვილმა დედ–მამა უნდა შეიყვაროს თავის უმეტესად; ცოლმა თავის თავი უნდა შესწიროს ქმრის სიყვარულსა; ქმარს თავის თავი ისრე არ უნდა ახსოვდეს, როგორც ცოლი და შვილები.
link
ძმანო, ყოველსა შინა დღესა და წამსა, ყოველსა შინა საქმეთა და სიტყვათა შეგვიძლიან გვახსოვდეს და აღვასრულებდეთ მცნებასა ამას თავის უარისყოფისას და ჯვარის აღებისასა.
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რა...
იხილეთ სრულად
აჰა, ძმანო, სამი იგი პირობა, რომელსა გამოუცხადებს მაცხოვარი მისთა მოწაფეთა. მცირესა რაიმეს კი არ მოითხოვს იგი ჩვენგან: იგი მოითხოვს პირველად, რათა უარვყოთ თავი ჩვენი, დავთრგუნოთ ჩვენი დახსნილი, დაცემული ბუნება, განვაძოთ ყოველი, რაიცა არის ჩვენში ბოროტი, ავი, ცოდვილი; მეორედ, მხნედ და მზად ვიყვნეთ მოთმენად ყოვლისა განსაცდელისა და სიმძიმისა სჯულის აღსრულებასა შინა და ბოლოს მარადის, დაუცხრომელად ვიდოდეთ შემდგომად მისსა, ესე იგი ვიყვნეთ წარამატებასა ...
link
მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან დაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა, არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან ა...
იხილეთ სრულად
მარტო თავის უარისყოფა, ანუ ცოდვისაგან დაშორება და ჯვარის აღება, ანუ მოთმინება განსაცდელისა, არ არის საკმაო ქრისტიანისათვის, უკეთუ იგი ამასთანავე არ არის სვლასა ანუ სულიერსა წარმატებასა შინა, ესე იგი მდაბლის ხარისხის სათნოებისგან არ წარემართება უმაღლესისა ხარისხისადმი.
link
„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შ...
იხილეთ სრულად
„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შენსა. ხოლო თუ გსურს ცხოვნება, დაიწყე საქმე მით, რომ წარწყმიდო შენ შორის ყოველი, რაიცა არის შენდა სასიამოვნო და მზაკვარი: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისა, მან აცხოვნოს იგი“ (მარკ. 8. 35)
link
ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა,...
იხილეთ სრულად
ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა, არამედ ცდილობს, რომ დაუმატოს და გაადიდოს იგი. სწორეთ ამ სახით ექცევა ჭეშმარიტი ქრისტიანე სულსა თვისსა. თუ კეთილი და სათნო რაიმე ჰქმნა, ეს მან აღასრულა ღვთის მადლითა და შეწევნითა და არა თვისითა ძალითა. თავის ძალით მას არ...
link