
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
110. ისევე როგორც ხილულთაგან თითოეულს თანაბუნებითი განუყო ღმერთმა, ასევე – ადამიანურ გულისზრახვებსაც, თუნდაც გვსურდეს, თუნდაც არ გვსურდეს (ე.ი. ღმერთი კეთილ გულისზრახვას კეთილს მიაგებს, ბოროტს კი – ბოროტების შესატყვის სასჯელს).
თუ გრცხვენია, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანები ჩვენი საქმეების გაშიშვლებულ უწმინდურებას ხედავენ, გავიხსენოთ, რომ ყოვლადწმიდა უფალი და მისი წმიდანები ხედავენ ჩვენში ვნებიანი ზრახვებისა და ხორციელი სურვილების ფარულ უწმინდურებას.
გარადჩენის იმედი არ არსებობს მათთვის, ვინც სიძვის აზრებს ეთანხმება და ტკბობას განიცდის მათით; და პირიქით, ის, ვინც არ ეთანხმება მათ და წინააღმდეგობას უწევს მთელი ძალისხმევით, ლოცულობს მათ წინააღმდეგ - გვირგვინს მიიღებს უფლისგან.
163. ვითომცდა მარტივ და ნაკლებად უვნებო გულისზრახვებს ვნებადნი მოედევნებიან, როგორც მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაკვირვებით აღმოვაჩენთ ამას. ეს ნიშნავს, რომ ზემოხსენებულთაგან პირველნი გზად უხდებიან მეორეებს, უვნებონი – ვნებადთ.
ყველა ჩვენგანს სჭირდება უაღრესი ყურადღება, რომ მტრისაგან არ მივიღოთ მზაკვრული სატელეფონო ზარები (უწმიდური ზრახვები) და ამით არ შევბილწოთ ტაძარი სულისა წმიდისა (იხ. 1 კორ. 6, 19), არ განგვეშოროს ღვთაებრივი მადლი და არ შთავვარდეთ ბნ... იხილეთ სრულად
94. მცნებათა აღსრულებით გონება ვნებათაგან თავისუფლდება; ხილულის სულიერი განჭვრეტით კი - საგანთადმი ვნებიან ზრახვათაგან; უხილავის შემეცნებით უარს ამბობს ხილული საგნების განჭვრეტაზე; და ბოლოს, წმინდა სამების შეცნობით - თვით უხილავ ს... იხილეთ სრულად
როდესაც ყველაფერს კეთილი ზრახვით უცქერს, ადამიანი განიწმინდება და ღვთის მადლს იღებს. ხოლო "ბოროტი", მემარცხენე ზრახვებით კაცი განიკითხავს და უსამართლოდ აწყენინებს ხოლმე სხვებს, ღვთის მადლის მოვლინებას აბრკოლებს, რის შემდეგაც მოდის... იხილეთ სრულად
თუ მეფე მტრის ქალაქის აღებას მოისურვებს, უპირველეს ყოვლისა, უსპობს მას საარსებო სყაროს: შიმშილით შეწუხებული მოქალაქეები მას ემორჩილებიან. იგივე ემართება ხორციელ სურვილებსაც: თუ ადამიანი მარხვითა და თავშეკავებით იცხოვრებს, ზრახვები... იხილეთ სრულად