მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები
მწუხარება - ციტატები, გამონათქვამები მწუხარება, გამონათქვამები, ციტატები
უტკბილეს იესოსთან ერთად შენთვის ყველაფერი ტკბილი იქნება, თვით მწუხარებაც კი ზეციურ ნექტრად მოგეჩვენება.
უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქვენ“ (იონ. 14.27). ქრისტესმიერი ეს მშვიდობა უნდა სთხოვოთ ღმერთს და უფალი მისცემს მთხოვნელს, ხოლო როცა მივიღებთ მას, საჭიროა წმიდად დავიცვათ იგი და გავამრავლოთ; ვინც არ მიეცა... იხილეთ სრულად
სული მორჩილისა ზღვასავითაა; ჩააგდე ზღვაში, იგი წუთიერად ააღელვებს მსუბუქად ზედაპირს, შემდეგ კი ჩაიძირება მის სიღრმეში. მწუხარებაც ასე იძირება მორჩილის გულში, იმიტომ რომ მასთანაა ძალა უფლისა.
ვინაიდან არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც განსაცდელის გარეშე სათნოეყოფა ღმერთს, ამიტომ საჭიროა, მადლობა შევწიროთ უფალს ყოველი მწუხარებისათვის
სულში ღვთაებრივი სიყვარულის ასაგიზგიზებლად უკეთესი ხე არ არსებობს, ვიდრე ხის ჯვარი (მწუხარებისა).
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე, ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე, ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გ... იხილეთ სრულად
რა იშვიათად და გულგრილად ილოცებდნენ ადამიანები, ტანჯვა-წამება და მწუხარება რომ არ ყოფილიყო!
გონიერად მლოცველი მოწეულ მწუხარებას გადაიტანს, გულღვარძლიანს კი ჯერ კიდევ ვერ ულოცია წმინდად.