თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დ...
იხილეთ სრულად
თუ ვისმეს გაგიჩნდეს გულში წმინდა, ღვთისნიერი სიხარული, ზომაზე არ გადახვიდე. ღვთის წინაშე და ღვთის მადლისაგან გახარებული კაცი, სიხარულსაც კრძალვით და შიშით უნდა შეაზავებდეს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით, – იტყვის დავით წინასწარმეტყველი (ფსლ. 2, 11).
ჩვენ ყოველნი ვიქმნებით არა თუ ცხონებულნი და გამეფებულნი, არამედ მოზიარენი თვით ღვთაების არსებისა, გაღმერთებულნი, და ესე არა თუ მხოლოდ სულითა, არამედ თვით სხეულითაცა ჩვენითა. ასე ინება ღმერთმა. კაცის გონება როგორ წარმოიდგენდა ამას,...
იხილეთ სრულად
ჩვენ ყოველნი ვიქმნებით არა თუ ცხონებულნი და გამეფებულნი, არამედ მოზიარენი თვით ღვთაების არსებისა, გაღმერთებულნი, და ესე არა თუ მხოლოდ სულითა, არამედ თვით სხეულითაცა ჩვენითა. ასე ინება ღმერთმა. კაცის გონება როგორ წარმოიდგენდა ამას, გარნა თვით ღმერთმა საუკუნიდგან განიზრახა და დასდვა დასაბამი ამის აღსრულებისა, ოდეს საშოსა შინა ქალწულისასა თვით მხოლოდშობილი ძე ღვთისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შეისხამს ჩვენსა, კაცობრივსა ხორცსა და მით ჩვენსა სხეულსა შ...
ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ. გარნა შიშით და იძულებით არ გვაქნევინებს ...
იხილეთ სრულად
ღმერთს არს სურს, ძალით და შიშით აღგვასრულებინოს რომელიმე საქმე, ანუ დაგვიშალოს რომელიმე მოქმედება. თუმცა ზეციერი ჩვენი მამა არის კეთილი, მართალი, წმიდა, და ჰსურს, რომ ჩვენც ესრეთნი ვიყვნეთ. გარნა შიშით და იძულებით არ გვაქნევინებს ჩვენ კეთილს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლით, სიყვარულით. მას ჰსურს, რომ ჩვენი კეთილმნებებელობით ვიქმოდეთ ყოველსა კეთილსა საქმესა. მეორეს მხრით ღმერთს ეძაგება ყოველი ცუდი საქმე: სიცრუვე, უსამართლოება, ცოდვა. განა არ...
ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს...
იხილეთ სრულად
ყოველივე სიტყვა, ამბავი, რასაც გავიგონებთ, უნდა მივიღოთ დაფიქრებით, მოსაზრებით; მისთვის მოგვცა ღმერთმან ჭკუა, რომ ყოველ საქმეში მოვიხმაროთ იგი და ყოველთვინ გონიერად ვიქცეოდეთ. ადვილად დაჯერება სიტყვისა და ამბავისა, რასაც გაიგონებს კაცი, არის ნიშანი უსაფუძვლო ჭკუისა, გონების სისუსტისა და მრავალგზის ვნებას და ზარალს მისცემს კაცს.
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იც...
იხილეთ სრულად
მართალია, თვით ღმერთი ამზადებდა მარიამ ღვთისმშობელს დედად უფლისა იესო ქრისტესისა; გარნა აქედგან იმას ნუ იფიქრებ, ძმაო ჩემო, რომ იოაკიმე და ანნას და ღვთისმშობელს არცა ერთი პატივი და ქება არ უნდა მიეწერებოდეს. არა! მათ სრულიად არ იცოდნენ, რომ ესე ყოველი, ღვთის განგებით იყო; ისინი ამას ყოველსა თვისი კეთილი სურვილით აღასრულებდნენ. შენც ასე მოიქეცი ძმაო. შენი ნებით, შენი სურვილით ჰქენი, ეძიე, შეუდეგი ყოველს კეთილს საქმეს, რომელთა შორის შვილების გაზრდა...
არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს ...
იხილეთ სრულად
არ დაჰკარგო სასოება არასოდეს ღმერთზე. გინდ ჰხედვიდე, რომ მოსპობილია ყოველი იმედი აღსრულებად შენისა გულის წადილისა, თუ ის წადილი არის წმინდა და პატიოსანი, ნუ ჩაჰვარდები სასოწარკვეთილებაში, არამედ გრწმენინ, რომ ღმერთი ბოლოს მოგცემს შენ აღსრულებასა შენისა პატიოსნისა სურვილისასა.
ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა.
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძი...
იხილეთ სრულად
წირვის მოსმენას, ანუ საზოგადოდ რომ ვსთქვათ, ყოველს ლოცვას ორი კერძო აქვს. ყოველი ხორციელი მოძრაობა, რომელსა მოითხოვს ლოცვა, პირჯვრის წერა, მეტანია, სიტყვების წარმოთქმა, ესენი არიან გარეგანნი და უმცირესნი კერძონი ლოცვისა, ხოლო უმძიმესი და უსაჭიროესი კერძო ლოცვისა არის გული შემუსვრილი და მდუღარე, სული და გონება მიქცეული და მიმსჭვალული ღვთისადმი, შიში და სასოება ღვთისა. გარნა, საუბედუროდ, შენ მხოლოდ ჰლოცულობ ენითა და არა გულითა, სხეული შენი მოძრაობს...
პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ...
იხილეთ სრულად
პირჯვრის წერას აქვს ორი კერძო: პირველი ხილული, ესე იგი, სამი თითით ჯვარის გამოსახვა გულზე, შუბლზე და მხარზე. ესეც უნდა სისწორით აღასრულო, გარნა შინაგანი კერძო უფრო გახსოვდეს, ესე იგი კრძალვა, ყურადღება, სასოება უნდა შეაერთო, თორემ უიმისოდ არ ექმნება ფასი პირჯვრის დაწერას. შენ კი მარტო ხელს აქნევ და გონება დაფანტული გაქვს, იქით აქეთ იხედები, ხშირად ელაპარაკები მეზობლებს და ისე პირჯვარს იწერ.
ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტ...
იხილეთ სრულად
ყოველს მოქმედებას კაცისას, მეტადრე სჯულის აღსრულებას, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: ერთი ხილული, გარეგანი და არა ეგოდენ მძიმე და საჭირო, მეორე სულიერი, შინაგანი, უფრო მძიმე და უსაჭიროესი. ამისათვის, შენ ყოველი შენი ყურადღება უმეტესად უნდა მიაქციო მეორე მხარეს და იგი აღასრულო უბეჯითესად.