შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ...
იხილეთ სრულად
შეიძლება კაცი პირჯვარს იშვიათად იწერდეს, მაგრამ სული და გული ჰქონდეს ლოცვით ანთებული. ისიც შეიძლება, პირჯვარს ყოველ წამს იწერდეს, მაგრამ გულში ლოცვის მადლი არ ჰქონდეს. ვინც პირჯვარს დაუდევრად, უგემურად და დაზარებით იწერს, იგი მთელ თავის ლოცვას წაახდენს. ზოგი ნახევარ პირჯვარს იწერს, ზოგი - მოკლეს, თითქოს გულზე სრული ჯვრის გამოხატვა რცხვენია; ზოგიერთი პირჯვრის წერის დროს აქეთ-იქით იყურება, ან ლაპარაკობს. ვინ დაიჯერებს, რომ ესენი მხურვალედ მლოცველნი...
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რ...
იხილეთ სრულად
მაცხოვარი არის ჭეშმარიტი, საყვარელი სიძე ჩვენისა სულისა (იგავი ათი ქალწულის შესახებ, შდრ. მათ. 25.4); ხოლო ათი ქალწული გვიხატავენ სულთა ყოველთა ქრისტიანეთასა; ლამპარნი და ზეთნი გამოჰხატვენ სარწმუნოებასა და მათსა წმიდა ცხოვრებას, რომელნიცა არიან ორი უმთავრესნი სათნოებანი ჭეშმარიტთა ქრისტიანეთა. ჩვენ ყოველნი ოდესმე უნდა შვეგებნეთ ჩენს ზეციერს სიძესა, მეორესა მისსა მოსვლასა. ბედნიერნი იქნებიან ისინი, რომლებიც, მსგავსად ხუთთა ბრძენთა ქალწულთა, სცდილო...
რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რა...
იხილეთ სრულად
რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისის ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავის ღმრთეებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე ...
ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლი...
იხილეთ სრულად
ლოცვაში ჩვენ, ქრისტიანენი, ვხმარობთ პირჯვრის წერას. პირჯვრის წერა, ვსთქვათ, არ არის უმთავრესი მოვალეობა, არამედ მცირედია. შეიძლება კაცი პირჯვარს არ იწერდეს, მაგრამ გული ჰქონდეს ღვთისადმი მიქცეული მდუღარითა ლოცვითა. გარნა, შეგვიძლია პირდაპირ ვსთქვათ, რომ ვინც პირჯვარს იწერს დაუდევნელად, უგემურად, დაზარებით, იგი ამით წაახდენს თვისსა ლოცვასა.
სიბრძნე, კეთილგონიერება, წინმხედველობა – აჰა უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილნი ყოველნი, რომელთა ჰსურთ გაატარონ მყუდრო და კმაყოფილი ცხოვრება; მეორეს მხრით: უჭკუობა, მოუფიქრებლობა, წინდაუხედველობა – აჰა თვისებან...
იხილეთ სრულად
სიბრძნე, კეთილგონიერება, წინმხედველობა – აჰა უსაჭიროესნი თვისებანი, რომლითაც უნდა იყვნენ აღჭურვილნი ყოველნი, რომელთა ჰსურთ გაატარონ მყუდრო და კმაყოფილი ცხოვრება; მეორეს მხრით: უჭკუობა, მოუფიქრებლობა, წინდაუხედველობა – აჰა თვისებანი, რომელნიცა ყველაზე უფრო ჰღუპვენ კაცის ცხოვრებას ქვეყანაზე და ამიტომ ამ თვისებათა კაცი ყოველივე ღონისძიებით უნდა ერიდოს.
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა....
იხილეთ სრულად
პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ, რომ უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა. მისის იმრუდე და სიცრუე მრევლში საწამლავივით იმოქმედებს. პატიოსნება სჭირდება ყოველი პროფესიის ადამიანს, სახელმწიფო მოხელე იქნება იგი, შინამოსამსახურე თუ ვაჭარი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერაფერს მო...
თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი...
იხილეთ სრულად
თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი პატიოსნებით დაიცავი.
ვისაც პატიოსნება არ აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ვინმესთან არ იყოს შ...
იხილეთ სრულად
ვისაც პატიოსნება არ აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება - მამაშვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა - ეს ყოველივე პირობის მიცემასა და აღთქმის აღსრულება...
„ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთისმს...
იხილეთ სრულად
„ყოველსავე, რასაცა იქმოდეთ, გულითად იქმოდეთ, ვითარცა უფლისასა და ნუ ვითარცა კაცთასა. ამ სიტყვებიდან ის დიდი ნუგეში და სასიამოვნო აზრი გამოდის ძმანო ჩემნო, რომ ჩვენ ყოველთა შეგვიძლია ყოველი ჩვენი საქმე და შრომა გარდავაქციოთ ღვთისმსახურებად. ამ სიტყვებიდან გამოდის, რომ ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით ჩვენ, როდესაც მაგალითებრ, ეკლესიაში ვდგევართ და ვლოცულობთ, ანუ როდესაც გამახსოვნებელნი ღვთის მცნებისა, რომელსამე ქველს საქმეს, ანუ სათნოებას ვასრ...
link
რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა ს...
იხილეთ სრულად
რომელი კაციც მცირეთა და მდაბალთა საქმეთა და მოვალეობათა თვისთა კარგად და პატიოსნად აღასრულებს, იგი დიდთაცა თვისთა საქმეთა და მოვალეობათა მსგავსადვე კარგად აღასრულებს. ყოველ დღე და ყოველ წამს კაცი აკეთებს რომელსამე მცირესა თვისსა საქმესა და თუ კეთილად და პატიოსნად აღასრულებს, მაშინ უნებლივად მიეჩვევა პატიოსნებასა და ბეჯითობასა და თუ არა, იგი მიეჩვევა სიყალბესა და სიცრუესა და ამ ჩვეულებას გადიტანს დიდ–დიდ საქმეებშიაც. თუ მცირეს და ადვილს მოვალეობას...