თუ გონება აქვს კაცს დაბნელებული, გაუნათლებელი ქრისტეს სახარებითა, მისი სჯულითა, თუ გონებასა კაცისასა აქვს წარმართული, კერპთ–მსახურებრივი მიმართულება, მაშინ ყოველი მისი საქმე და ცხოვრება მიიღებს სოფლიურს, ბნელს ფერს. ამისთვის, უმეტ...
იხილეთ სრულად
თუ გონება აქვს კაცს დაბნელებული, გაუნათლებელი ქრისტეს სახარებითა, მისი სჯულითა, თუ გონებასა კაცისასა აქვს წარმართული, კერპთ–მსახურებრივი მიმართულება, მაშინ ყოველი მისი საქმე და ცხოვრება მიიღებს სოფლიურს, ბნელს ფერს. ამისთვის, უმეტესად საჭირო არს ჩვენთვის, რომ გონებასა ჩვენსა და ჭკუასა ყოველთვინ განვაახლებდეთ, განვაცოცხლებდეთ საღმრთო წერილის კითხვითა და საღმრთო საგნებზე ზრახვითა და შესწავლითა.
აბა, გაიხსოვნე, ძმაო, პირმოუთნელად, რაზედ არის შენი დილიდგან საღამომდინ ზრუნვა და ფიქრი? რისთვის ჰხმარობ შენსა ღონესა, სულიერსა და ხორციელსა, ვის შესწირავ უმჯობესთა შენთა ნიჭთა და გრძნობათა. საუბედუროდ, დილიდგან საღამომდინ და თითქ...
იხილეთ სრულად
აბა, გაიხსოვნე, ძმაო, პირმოუთნელად, რაზედ არის შენი დილიდგან საღამომდინ ზრუნვა და ფიქრი? რისთვის ჰხმარობ შენსა ღონესა, სულიერსა და ხორციელსა, ვის შესწირავ უმჯობესთა შენთა ნიჭთა და გრძნობათა. საუბედუროდ, დილიდგან საღამომდინ და თითქმის ძილშიაც ეს სოფელი და მისი ამაოება გახსოვს და ღმერთი და მისი დიდება არ გახსენდება ერთხელაც. ყოველი შენი ღონე და ფიქრი დამოკიდებულია სოფლის სიყვარულსა და მსახურებასა ზედა. ნეტავი მესამედი იმ მხურვალებისა და ერთგულებისა...
თუ ღვთის მოსავი ხარ, ძმაო ჩემო, ნუ თანა ხატ ექმნები სოფელსა ამას, სოფლის ფერი შეიცვალე, სოფლის ჩვეულებას ნუ უყურებ, მტკიცედ გახსოვდეს და იცოდე, რომ თუ შენ ხარ ერთი სოფლის კაცი, არა უმჯობესი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა ვერ სცხ...
იხილეთ სრულად
თუ ღვთის მოსავი ხარ, ძმაო ჩემო, ნუ თანა ხატ ექმნები სოფელსა ამას, სოფლის ფერი შეიცვალე, სოფლის ჩვეულებას ნუ უყურებ, მტკიცედ გახსოვდეს და იცოდე, რომ თუ შენ ხარ ერთი სოფლის კაცი, არა უმჯობესი ათასთა და ბევრეულთა სოფლის კაცთა ვერ სცხონდები. არ დაივიწყო, რომ ცხონება კაცთა იქნება გამორჩევით: „მრავალნი არიან წოდებულ, გარნა მცირედნი რჩეულ“. დიდი და ფართო გზა არის სოფლის გზა, გარნა იგი მიიყვანს ჯოჯოხეთად; ცხონებულნი ვიწრო და მძიმე გზით დადიან.
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტი ქრისტიანე, ღვთის მოსავი კაცი, ყოველთვინ უნდა გამოიცდიდეს, –ვითარცა გვლოცავს წმიდა მოციქული პავლე, – რა იგი არს ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული; ყოვლის ნაბიჯის გადადგმაზედ, ყოველი საქმის დაწყებაზედ, დიდი იყოს, გინა მცირე, უწინარეს ყოვლისა, ის უნდა გამოიკვლიოს, კეთილი არის ის საქმე და სათნო ღვთისა, თუ არა; არის თუ არა ღვთის ნება და კურთხევა იმ საქმეზედ?
link
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის...
იხილეთ სრულად
ერთი ცუდი და თითქმის სულიერად დამღუპველი თვისება აქვს ყოველსა კაცსა ის, რომ ყოველი კაცი ჰბაძავს სხვათა კაცთა, სცდილობს ისე იცხოვროს, როგორც სხვანი ყოველნი სცხოვრებენ, სოფლის ჩვეულებას დაემორჩილება, სოფლის ჩვეულება ეს არისო, იტყვის კაცი, ქვეყანა ასე სცხოვრობს და მეც ასე უნდა ვიცხოვროო. ეს თვისება დამღუპველია მისთვის, რომ ზნეობა, ჩვეულება, ცხოვრება ქვეყანისა, ანუ საზოგადოებისა, უმრავლეს ნაწილად ყოველთვის არის ცუდი, ქრისტეს სჯულის წინააღმდეგი.
თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფ...
იხილეთ სრულად
თუ აქვე, ამ სოფელში არ ვიწყეთ მზადება, აქვე არ შევუდეგით ჩვენსა სულიერსა ფერისცვალებასა, მაშინ ვერ ვეღირსებით დიდებასა ღვთის სასუფეველისასა, რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადიტანს იმ სოფელში. რაც ფერი აქ მიიღო მისმა სულმა, იმ ფერით გადავა იმ სოფელში. თუ გული მისი მუდამ იყო აქ აღვსებული ბოროტებითა, ამაოებითა, ცოდვითა, იქ როგორღა გაბრწყინდება და რით განმართლდება?
ერთერთი უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შეს...
იხილეთ სრულად
ერთერთი უდიდესი სულისა ჩვენისა თვისება, ანუ ნიჭი არის ნება ანუ სურვილი, რომელსა კიდევ ეწოდება მნებელობა, რომელი ჰმართავს მოქმედებასა ჩვენსა. კეთილგონიერმა ქრისტიანემ ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ გული თვისი განაახლოს, გაიცოცხლოს, შესცვალოს, ერთი სიტყვით, სხვა სულიერი და საღმრთო ფერი მისცეს. სიტყვა ღვთისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ თუ გული, ანუ სურვილი კაცისა ცოტ–ცოტად არ იცვლება სულის წმიდის ტაძრად, მაშინ იგი გადიქცევა ცოდვისა და ეშმაკისა სადგურად. მაშ...
უმაღლესი ნიჭი ანუ თვისება კაცის სულისა არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: „ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამე...
იხილეთ სრულად
უმაღლესი ნიჭი ანუ თვისება კაცის სულისა არის გონება, მეცნიერება, ანუ ჭკუა. ეს ნიჭი და გონება ჩვენი თანდათან უნდა იზრდებოდეს, სრულდებოდეს, განახლდებოდეს, ვითარცა იტყვის წმიდა მოციქული პავლე: „ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოიცადოთ, რა იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული“ (რომ.12.2). ამ სოფელს ნუ დაემსგავსებითო, არამედ შეიცვალენით გონების განახლებითაო, რათა იცნათ ნება ღვთის...
შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა. გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერისცვალება ...
იხილეთ სრულად
შეიძლება ვსთქვათ, რომ ცხონება მართალთა სასუფეველსა შინა იმაში მდგომარეობს, რომელ იგინიცა ფერს იცვლიან და განბრწყინდებიან ღირსებისამებრ თვისისა, ვითარცა უფალი მთასა ზედა თაბორსა. გარნა ესრეთი განბრწყინვება, ანუ ესრეთი ფერისცვალება უცბად, მოუმზადებელად არ მოხდება. დიდი მეცადინეობა, მომზადება და მოთმინება უნდა ვიხმაროთ ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთა, რათა ვეღირსნეთ ესრეთსა ფერისცვალებასა. აქვე, ამ ქვეყანაზე და ახლავე უნდა ვიწყოთ ჩვენი ფერისცვალება. ვიდრემ...
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯუ...
იხილეთ სრულად
ნაცვლად მისა, რომ მშობელთა შეაგონონ თვის შვილსა, რომელ ღმერთი ჰხედავს ყოველსა მისსა აზრსა და საქმესა, რომ მას უნდა სცხვენოდეს ღვთისა და ცუდ საქმეს ერიდებოდეს ღვთის გულისათვის; სულის და გულის სიღრმეში გაუჩინონ, გაუზარდონ მართლმსაჯული, წრფელი სინიდისი, – მშობელნი ასწავლიან შვილთა მხოლოდ გარეგანსა პატიოსნებასა. თუ ცუდი რამე ჰქმნა ბავშვმა, მაშინვე მიაძახებენ: არა გრცხვენიაო, რომ დაგინახონ, რას იტყვიანო შენზე. ამისთანა ლაპარაკით ბავშვის გულში ის აზრი ...