სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სიკეთენი და მოწყალებანი და ყოველგვარი გარეგნული სათნოება როდი არბილებს გულის სიზვიადეს, არამედ გონებრივი ქმედება, სინანულის ტკივილი, შემუსვრილება და სიმდაბლე, ყოველივე ეს ამდაბლებს აზრთა უწესო მდინარებას. სიკეთენი და მოწყალებანი ყოველგვარი გარეგნული

სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გრძელდებოდეს. სინანულის ღვაწლი და ვნებებთან ბრძოლა მთელი

მოუნანიებელი ქრისტიანი წარმართზე უარესად დაისჯება მოუნანიებელი ქრისტიანი წარმართზე უარესად

ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან ნაკლულევანებით იტანჯება, ან თუ სიამოვნებას დაუშვებს, სინანულით უნდა დაიტანჯოს. ქრისტიანი, სიამოვნებაზე უარის თქმით ან

ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა - მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული. ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა -

ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი ერთხელ ვერ წარემატე, მაშინ მხოლოდ გულწრფელი სინანულითაა შესაძლებელი საქმის გამოსწორება და ნათლისღების საიდუმლოში მიღებული და შემდგომ შეცოდებათა გამო დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნება. ნათლისღების განმეორება არ შეიძლება. თუკი

დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა. დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს

შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე შუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე. შეუძლებელია, რომ ცეცხლი წყალში ენთოს, ასევე

როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ კეთილსასურველ შესაძლებლობას გამოიყენებს – ღმერთსა და მომავალ მარადიულ ცხოვრებას ირწმუნებს, ანუ, როცა ცხოვრების უღრმეს აზრს ჩაწვდება, მონანული გარდაქმნის მას და მაშინვე მოვა მასთან საღვთო ნუგეში ღვთის მადლით და ეს მადლი შეცვლის მას, განდევნის მის ყველა მემკვიდრეობით ნაკლოვანებებსაც. მრავალმა მონანულმა ცოდვილმა მდაბლად აღასრულა კეთილზნეობრივი ღვაწლი, მიიღეს მადლი, გახდნენ წმინდანები და ახლა ჩვენ მოწიწებით ვეთაყვანებით მათ და ვითხოვთ მათ ლოცვებს. უწინ კი მათ ცოტა ვნებები როდი ჰქონდათ, მათ შორის – მემკვიდრეობითიც. როგორც კი ადამიანი მისთვის მიცემულ

სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის ყველა მზაკვრობისაგან; ეშმაკი გაურბის იმ მოღვაწეებს, რომლებიც სიმდაბლის სურნელებას გამოსცემენ. ეს სურნელება მონანულთა გულებში იშვება. სინანულის გრძნობა იფარავს მლოცველს ეშმაკის

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2