ვინაიდან როგორც ერთი კაცის მიერ შემოვიდა ცოდვა ამ ქვეყნად, და ცოდვის მიერ – სიკვდილი, ისე სიკვდილიც გადავიდა ყველა კაცში მის მიერ, ვისთვისაც ყველამ სცოდა.
თ. 5–6
რომაელთა მიმართ ეპისტოლე პავლე მოციქულისა
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს ...
იხილეთ სრულად
ზეციური ცხოვრების რწმენის გარეშე, სიკვდილის შიში უბრალოდ თოკია კისერზე, რომლითაც სიკვდილი განსჯილებს საკუთარი ხახისაკენ მოათრევს. სიცოცხლე ურწმუნოსათვის სხვა არაფერია, თუ არა ქროლვა სიკვდილისა, ქროლვა, რომელიც აშლის და მიმოაბნევს მკვდარ ფერფლს, გაჰქექს და ჩატკეპნის მას მიწაში. უღმერთოს რომ შესძლებოდა ყველაფრის ბოლომდე, ლოგიკურად გააზრება, მას უნდა ეთქვა, სიცოცხლე საერთოდ არ არსებობს, სიკვდილი – ერთადერთი რწმენაა მისი, სიკვდილი – ერთადერთი მარადიუ...
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი სული ორმოცი დღის შემდეგ მარადიული სიხარულისა და ნეტარების წინასწარ განცდის მდგომარეობაში იმყოფება, ხოლო სხვანი – მარადიული ტანჯვის შიშში. ეს ტანჯვაცა და ნეტარებაც სრულად საშინელი სამსჯავროს შემდგომ დაიწყება. მანამდე კიდევ არის შესაძლებელი სულის მდგომარეობის შეცვლა, განსაკუთრებით კი, მათთვის უსისხლო მსხვერპლშეწირვით (წირვაში მოხსენიებით) და სხვა ლოცვებით.
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყვ...
იხილეთ სრულად
ზოგიერთი წმიდანი ღმერთს ევედრებოდა, რომ მისთვის სნეულება გამოეგზავნა, რათა სიკვდილი გაუფრთხილებლად არ მოსულიყო და მონანიების გარეშე არ მომკვდარიყვნენ, არ დაეტოვებინათ ეს სამყარო მანამ, ვიდრე ტანჯვის სიმწარე ხორციელ სიამოვნებათა ყველა მოგონებას არ გაანადგურებდა. წმიდა წერილში ნათქვამია: „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (ებრ. 12, 6). შესაბამისად, ვისაც არ სჯის, იმას უხალისოდ იღებს.
ამიტომაც, ნუ გშურს...
თავისი ადამიანური ბუნების სიკვდილით უფალმა კი არ მოიცილა სხეული, არამედ იმისთვის მიიღო ადამიანთაგან სიკვდილი, რომ სხეულით მკვდრეთით აღმდგარიყო და ადამიანებიც უკვდავნი შეექმნა სხეულითაც, რამეთუ როგორც კი სიკვდილი მის სხეულს შეეხო, ...
იხილეთ სრულად
თავისი ადამიანური ბუნების სიკვდილით უფალმა კი არ მოიცილა სხეული, არამედ იმისთვის მიიღო ადამიანთაგან სიკვდილი, რომ სხეულით მკვდრეთით აღმდგარიყო და ადამიანებიც უკვდავნი შეექმნა სხეულითაც, რამეთუ როგორც კი სიკვდილი მის სხეულს შეეხო, უმალვე თვით სიკვდილი განქარდა სრულიად.
იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად დაანგრევს მას და საუკეთესო სახით აღადგენს. გამოსახლებულებს ეს არ აწუხებთ, არამედ – უხარიათ კიდეც, იმიტომ, რომ დანგრეულ შენობას კი ა...
იხილეთ სრულად
იგი, ვისაც დაზიანებული სახლის განახლება სურს, ჯერ მის მცხოვრებთ გამოიყვანს იქიდან, შემდეგ მთლიანად დაანგრევს მას და საუკეთესო სახით აღადგენს. გამოსახლებულებს ეს არ აწუხებთ, არამედ – უხარიათ კიდეც, იმიტომ, რომ დანგრეულ შენობას კი არ უყურებენ, არამედ – მომავალ, ახალ შენობაზე ფიქრობენ. ამასვე იქმს ღმერთი: იგი არღვევს ჩვენს სხეულს და მანამდე მასში მყოფ სულს გაიყვანს, როგორც იმ სახლიდან, რომ შემდეგ საუკეთესოდ აღადგინოს იგი და სული იქ დიდი პატივით დააბ...
ის არსებები, რომლებთანაც სპირიტისტულ სეანსებზე ურთიერთობას ამყარებენ, ეშმაკები არიან და არა გარდაცვლილთა სულები. სპირიტისტული მოვლენების ღრმად მცოდნეები, რომლებსაც მცირედი ქრისტიანული საზომი მაინც ჰქონდათ თავიანთ განსჯაში, იმავე დ...
იხილეთ სრულად
ის არსებები, რომლებთანაც სპირიტისტულ სეანსებზე ურთიერთობას ამყარებენ, ეშმაკები არიან და არა გარდაცვლილთა სულები. სპირიტისტული მოვლენების ღრმად მცოდნეები, რომლებსაც მცირედი ქრისტიანული საზომი მაინც ჰქონდათ თავიანთ განსჯაში, იმავე დასკვნამდე მიდიოდნენ.
ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მ...
იხილეთ სრულად
ისეც ხდება, რომ მომაკვდავის ახლობლებს ეშინიათ, მას აღსარება და ზიარება შეახსენონ, მღვდლის დაძახებას არ ჩქარობენ, რათა ავადმყოფი არ მიხვდეს, რომ სნეულებამ სერიოზული ხასიათი მიიღო. ავადმყოფისათვის მისი მდგომარეობის დამალვა და მისი მოტყუება სამედიცინო ეთიკის, უფრო სწორად ეტიკეტის დაუწერელ კანონად იქცა. ამ დროს კი ადამიანის სულს მოუნანიებელი ცოდვები ტანჯავენ, თუნდაც ის ამას ვერ აცნობიერებდეს, მაგრამ სინანული და წმ. საიდუმლოსთან ზიარება სიმშვიდეს მიან...