ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ერთმანეთში ერევათ საკუთრივ თავისუფლება და ადამიანი სნების თავისუფლება, ანუ თვითნებობა.
თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ერთ-ერთი უნთავრესი უნარია, რითაც ადამიანში ადამიანობა იზომება. ადამიანს შეუძლია განარჩიოს კეთილი და ბო...
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას...
იხილეთ სრულად
ბრძენი ადამიანი, ვიდრე ჯანმრთელია, ფიქრობს სიკვდილზე, აღარ ვლაპარაკობ ავადმყოფებზე. სიკვდილის ამ საუფლოში სიკვდილზე უფრო რეალური არაფერია, უთხრა უფალმა შეშლილ მდიდარს, რომელიც კიდევ უფრო გამდიდრების გეგმებს აწყობდა: „უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს?“
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად...
იხილეთ სრულად
ბუნება არ არის დამნაშავე, თუკი მას ურწმუნო გააღმერთებს. იგი მთელი არსებით ეწინააღმდეგება უფლის უარმყოფლებს და მის გამღმერთებლებს. მთელი ბუნება: დაწყებული თვალუწვდენელი მზიდან და უმცირესი ატომით დამთავრებული, ერთხმად და ჰარმონიულად მოწმობენ მათი შემოქმედის ყოფიერებასა და მოქმედებას.
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუ...
იხილეთ სრულად
გამოხატე შენი სულის უნუგეშო მწუხარება ძვირფასი ადამიანების დაკარგვისას, მაგრამ გამოხატე ის მხურვალე ცრემლით და ნუგეშინისმცემელი ღვთისადმი ლოცვითი მოხმობით; და შენ განმტკიცდები ღვთის ყოვლადბრძნული და ყოვლადსახიერი განგებულების მანუგეშებელ ერთგულებაში და ძალიან ჩქარა მწუხარება შეგიმსუბუქდება და სიმწარეში ნუგეშს მიიღებ. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღადვყავ შენდამი“, – გიგალობს მეფსალმუნე – და „ისმინე ჩემი“.
ფსალმუნი 85, 7
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალება არის ზღვარი, რომლითაც ადამიანის მოღვაწეობის დრო შემოისაზღვრება და იწყება მისაგებელის დრო. ასე რომ, გარდაცვალების შემდგომ შეუძლებელია როგორც სინანული, ასევე ცხოვრების გამოსწორებაც. ეს ჭეშმარიტება გამოხატა ქრისტე მაცხოვარმა თავის იგავში მდიდრისა და ლაზარეს შესახებ, საიდანაც ჩანს, რომ ერთმაც და მეორემაც სიკვდილისთანავე მიიღო მისაგებელი. მდიდარს კი, რაც არ უნდა წამებაში ყოფილიყო ჯოჯოხეთში, სინანულის გზით ტანჯვისგან გათავისუფლება აღარ შეე...
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქ...
იხილეთ სრულად
გარდაცვალების შემდგომ არ ვკარგავთ ხსოვნასა და წარმოდგენას ყოველივე იმისა, რაც ამ სიცოცხლეში განვიცადეთ. ყოველივე რომ დაგვვიწყეობოდა, რაც ამქვეყნად ვნახეთ, აღვასრულეთ და შევიყვარეთ, მაშინ კაცის ცხონებაცა და წარწყმედაც შეუძლებელი იქნებოდა, რადგან სულ სხვანი ვიქნებოდით და ღმრთისაგან ვერც ჯილდოსა და ვერც სასჯელს ვეღარ მივიღებდით.
თვითმკლველობის ძირითდი სამი მიზეზი არსებობს:
1. როცა გონზე მყოფი, სასაწორკვეთილების მიზეზით იკლავს თავს.
2. როცა ჯადოს, შიშის ან სხვა მიზეზით, ბოროტისგან შეპყრობილი ადამიანი ვერ აკონტროლებს მის მოქმედებას.
3. ...
იხილეთ სრულად
თვითმკლველობის ძირითდი სამი მიზეზი არსებობს:
1. როცა გონზე მყოფი, სასაწორკვეთილების მიზეზით იკლავს თავს.
2. როცა ჯადოს, შიშის ან სხვა მიზეზით, ბოროტისგან შეპყრობილი ადამიანი ვერ აკონტროლებს მის მოქმედებას.
3. როცა ადამიანი მოძალადისგან, პატიოსნების შენარჩუნების მიზნით იკლავს თავს. მაგალითად გაუპატიურების წინ, ან როცა ადამიანს აიძულებენ მეგობრისა და სამშობლოს ღალატს, გაცემას.
მეორე და მესამე შემთხვევეის შემთხვევების დროს შესაძლებელია მიცვალებუ...