ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიერი, არამედ უნივთო; არა არის წარმავალი, არამედ საუკუნო; მეუფე მის ქუეყანისა არს ყოველთა დამბადებელიუფალი: ქვეყანა იგი არა გენათლდების შექმნილისა და დაბადებულისა მზისა მიერ, არამედ შეუქმნელისა და და...
იხილეთ სრულად
ქუეყანა იგი ზეცისა არა არის ნივთიერი, არამედ უნივთო; არა არის წარმავალი, არამედ საუკუნო; მეუფე მის ქუეყანისა არს ყოველთა დამბადებელიუფალი: ქვეყანა იგი არა გენათლდების შექმნილისა და დაბადებულისა მზისა მიერ, არამედ შეუქმნელისა და დაუბადებელისა ღვთისა მიერ; ქუეყანასა მას შინა ნაცულად ვარსკულავისა ბრწყინვენ ანგელოზნი და სულნი წმიდათანი; ქვეყანასა მას შინა გლახაკნი უსანატრელეს არიან მდიდართაგან, ქთმისაებრ საუფლოსა: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთ...
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყ...
იხილეთ სრულად
ყოველი განსაცდელი დიდი ყურადღებითა და გონიერებით უნდა მოვიხმაროთ. პირველ რიგში, ბოროტებამ არ უნდა დაგვაღონოს და მხნეობა არ უნდა დაგვაკარგინოს; მეორედ, უნდა ეცადო, განსაცდელი შენს სასარგებლოდ გადააქციო, მწუხარებიდან სიხარული გამოიყვანე, უბედურებიდან – სიკეთე ან წარმატება. მას კი მაშინ შეძლებ, თუ სასოებითა და სარწმუნოებით აღიჭურვები და ყოფაქცევას გამოისწორებ.
ჩვენ ისე უნდა მივიღოთ განსაცდელები, როგორც ვითმენთ ტკივილს ქირურგიული ოპერაციის დროს, რაკი ჩვენს ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ. ტანჯვა ადამიანს თავმდაბალს ხდის. რამდენადაც დაიმდაბლებს იგი თავს, იმდენად ახლოს იქნება მასთან ღმერთი.
ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის: ღმერთი მაცდუნებსო; ვინაიდან ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე.
არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩ...
იხილეთ სრულად
ხოლო საცდურში ნურავინ იტყვის: ღმერთი მაცდუნებსო; ვინაიდან ღმერთი არ იცდუნება ბოროტით, და არც თავად აცდუნებს ვისმე.
არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება.
ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას; ცოდვა კი, ჩადენის შემდეგ, შობს სიკვდილს.
თ. 1
ადამიანი მუდმივად სცოდავს, ამიტომ სინანულის გრძნობა ქრისტიანისათვის მუდმივი განცდა უნდა იყოს; სიკვდილის ხსოვნის მტერი კი მრავალმზრუნველობა, მრავალმეტყველება და ხუმრობაა.
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე იმაზე, იფხიზლე და არ მო...
იხილეთ სრულად
ადამიანს სიკვდილი უხილავად დასდევს. იქ დაეწევა, სადაც სრულიად არ მოელოდა; მაშინ დაეწევა, როცა არ ელოდა; ისე დაეწევა, არასოდეს რომ არ უფიქრია. ყოველთვის ისეთი იყავი, როგორიც აღსასრულის ჟამს გინდა იყო. იფიქრე იმაზე, იფხიზლე და არ მოგინდება არც პატივი, არც დიდება, არც სიმდიდრე, არც წუთისოფლის რაიმე უპირატესობა და სიამოვნება. იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები, მაშინ ყოველი ამაოება გაქრება შენი გულიდან. რად უნდა პატივი, დიდება, სიმდიდრე და უპირატესობა...
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, ...
იხილეთ სრულად
ღმერთი კეთილ საქმეს შიშით და იძულებით კი არ გვაკეთებინებს, არამედ შეგონებით, დარიგებით, სწავლითა და სიყვარულით. მას სურს, რომ ყოველ კეთილ საქმეს ჩვენი კეთილმნებელობით ვიქმოდეთ. მეორე მხრივ, ღმერთს სძაგს ყოველი ცუდი საქმე, სიცრუე, უსამართლობა და ცოდვა, მაგრამ მას არ შეუძლია უსჯულო კაცს ცუდი საქმის აღსასრულებლად ყოველი საშუალება მოუსპოს; რაკი ღმერთმა ერთხელ შექმნა კაცი და მას თავისუფლება და გონება მიანიჭა, აღარ ნებავს, რომ მას მისი ნებით და ჭკუით მ...
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილე...
იხილეთ სრულად
ღმერთი ჩვენ მხოლოდ გვაცნობს თავის ნებას, რა უყვარს და რა სძულს, რა არის ჩვენთვის სასარგებლო და რა მავნებელი, რით შეგვიძლია ჩვენ, რომ მას სათნო ვეყოთ, ან განვარისხოთ. განსანათლებლად საღმრთო სჯული მოგვცა და ვინც მის ნებას დაემორჩილება და სულის ცხონებას მოინდომებს, მას თავისი მადლით შემწეობასაც არ აკლებს, - დანარჩენი კი ჩვენი კეთილი ნებითა და სურვილით ჩვენვე უნდა აღვასრულოთ (II, 303-304)