რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვ...
იხილეთ სრულად
რაც უნდა იყოს ეგ შენი განსაცდელი, გარეგანი თუ შინაგანი, სულიერი, გინა ხორციელი, ამა ყოველთა წამალი მხოლოდ მოთმინებაა, თუმცა დიდად მოგეწყინება ცხოვრება და არა გსურის სიცოცხლე, მაგრამ მოიგონე წმიდანების ცხოვრება, თუ ვითარ ამ გზით უვლიათ იმათაც, რამეთუ მათი განკაფულია გზა ეგე ეკლიანი და საჭირბოროტო, რომელსაც შენ ეკვეთები და ესე არს გზა იგი, რომელიც ახსენა მაცხოვარმან მიმყვანებელად სასუფეველად, რომლის მოგზაურნი მსგავსად შენდა იყვნენ ჭირსა დიდსა, ვითა...
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით და ბრძანა, რომ ამ კურთხევით ეს კონკრეტული პური და ღვინო მისი ხორცი და სისხლია. და მან მისცა მოციქულებს საჭმელად და უანდერძა, რომ გა...
იხილეთ სრულად
ჯვარცმის წინა დღეს მოციქულებთან მყოფმა უფალმა აიღო პური და ღვინო, აკურთხა განსაკუთრებული კურთხევით და ბრძანა, რომ ამ კურთხევით ეს კონკრეტული პური და ღვინო მისი ხორცი და სისხლია. და მან მისცა მოციქულებს საჭმელად და უანდერძა, რომ გააკეთონ ეს ყოველთვის მის მოსახსენებლად.
წმიდა ეკლესია ასრულებს ამ ანდერძს, ღვთისმსახურებას, რომელსაც წირავა, ლიტურღია ეწოდება. სადაც ეს უდიდესი საიდუმლოება აღესრულება. წირვის დროს იღებენ მორწმუნენი ქრისტეს ხორცსა და სისხლ...
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაა...
იხილეთ სრულად
როგორც თესლს სჭირდება წვიმა, ასევე ჩვენ გვჭირდება ცრემლები, როგორც მიწა უნდა მოიხნას და დაიბაროს, ასევე ჩვენს სულს ნიჩაბის ნაცვლად სჭირდება განსაცდელები და მწუხარება, რათა არ აღმოაცენოს სარეველა, შერბილდეს მისი სისასტიკე და არ გაამაყდეს. ჯანსაღ ნაყოფს მიწაც კი ვერ გამოიღებს გულმოდგინე დამუშავების გარეშე.
როდესაც ადამიანმა „მოიწია გამომფიტავი მარხვა და მწუხარება, ხვედრად ერგო სნეულებანი, ტანჯვა–ვაება და სხვა ცხოვრებისეული სიავენი – ამით მას ერთგვარად ლაგამი ამოედო. იმისთვის, რომ კეთილგონივრულად ვერ შეინარჩუნა უშრომელი და უდარდელი ც...
იხილეთ სრულად
როდესაც ადამიანმა „მოიწია გამომფიტავი მარხვა და მწუხარება, ხვედრად ერგო სნეულებანი, ტანჯვა–ვაება და სხვა ცხოვრებისეული სიავენი – ამით მას ერთგვარად ლაგამი ამოედო. იმისთვის, რომ კეთილგონივრულად ვერ შეინარჩუნა უშრომელი და უდარდელი ცხოვრება, მას ეძლევა სხვადასხვა განსაცდელი, რათა ტანჯვით განიკურნოს იმ სნეულებათაგან, რომლებიც ნეტარებაში მყოფს დაატყდა თავს“.
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო.
როცა განსაცდელს ნებაყოფლობით ვღებულობთ, ერთმანეთს ეხმარებიან: გონებრივი განსაცდელი – ხორციელს და ხორციელი – გონებრივს; მათი ერთობა კი უფრო მეტად სავალალოა.
ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია...
იხილეთ სრულად
ღვაწლი და დაცემები კი განზრახვას ეკუთვნის. ამრიგად, როგორ ვისწავლით მეცნიერებათა მეცნიერებას, თუკი განსაცდელი არ შეგვანჯღრევს? რადგან მადლი რომ წასულიყო, მე და შენ კი არა, წმ. მოციქულებიც კი არ იქნებოდნენ მოციქულები. როგორ შეუძლია თიხას წყლის შეკავება, ცეცხლში თუ არ იქნა გამომწვარი? ღმერთს უნდა ისეთები გაგვხადოს, როგორიც მეომარია ასპარეზზე, ან ბურთი, რომლითაც თამაშობენ.
არ შეიძლება პირველად მოსული დაკავებულ იქნეს ზიარებიდან.
მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული ადამიანი, მიუხედავად მის მიერ აღიარებული თუნდაც მძიმე ცოდვებისა, აუცილებლად უნდა აზიაროს.