ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებასა სახელსდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს. რამეთუ რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამ...
იხილეთ სრულად
ვერცხლისმოყვარება არის უბოროტესი ყოვლისა ცოდვისა, ვინათგან მოციქული პავლე ვერცხლისმოყვარებასა კერპთმსახურებასა სახელსდებს, რამეთუ ჭეშმარიტად ეგრეთცა არს. რამეთუ რომელსა აქვს საფასენი მრავალნი, არა აქვს სასოება ღმრთისა მიმართ, არამედ დაუც სასეობა თვისი საფასისა თვისისა თანა, არა აქვს გონება სიმართლესა ზედა, არამედ შეძინებისა ფასისა თვისისათა, არა აქვს ცნობა მადლთა განმრავლებისა, არამედ უნჯთა განმრავლებისა. რამეთუ საცნობელნი მისნი მის შორის არიან დ...
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე და...
იხილეთ სრულად
მადლს სთხოვ ღმერთს? მადლის ნაცვლად განსაცდელს უშვებს შენზე. ომს ვერ უძლებ, ეცემი; მადლს არ გიმატებს. ისევ სთხოვ? ისევ განსაცდელი. ისევ მარცხდები; ისევ დანაკარგი სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ გამარჯვებული უნდა გამოხვიდე. სიკვდილამდე დაუპირსპირდი განსაცდელს. გვამივით დაეცი ბრძოლაში და ქანცგაწყვეტილმა შეჰღაღდე: „არ გაგიშვებ, უტკბესო იესო! და არ დაგტოვებ! განუყრელი ვიქნები შენთან უკუნისამდე და შენი სიყვარულის გამო მოვკვდები ასპარეზზე“. და ანაზდეულად ასპა...
მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს, განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდა იმ სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის რო...
იხილეთ სრულად
მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს, განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდა იმ სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის როდი იმეცნებს. ამიტომაცაა ნათქვამი: მადლობდეთ უფალს ყოველივესთვის.
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფან...
იხილეთ სრულად
მოაცილე ქვეყანას განსაცდელები და აღარავინ იქნება წმიდა, რამეთუ რომელიც გაურბის განსაცდელს, სულთა მარგებელს, იგი გაურბის საუკუნო ცხოვრებას. ვინ მიანიჭა წმ. მოწამეებს გვირგვინი დიდებისა? – იმათმა მკვლელებმა ვინც მიუბოძა წმიდა სტეფანეს ესოდენი დიდება? – იმათ, ვინც იგი ქვებით ჩაქოლეს.
უკუეთუ ამასცა განერე, გასწავლის ტყუვილსა და ცრუფიცებათა და უცხო ჰყოფს სიმართლისაგან, ასწავლის სიძულვილსა კაცთასა და გინებათა და ბრძოლათა და შურსა, აღიჰყვანს ამპარტავნებასა და ზვაობასა ზედა.
ხოლო ძირი ყოვლისა უკეთურებისაი არს ვერცხლისმოყუარებაი, რომელმან შეკრის გონებაი კაცისაი და მისგან გამოვლენან ანგაჰრებანი ბოროტნი, სიძვანი და არაწმიდებანი, ბილწებანი და კერპთმსახურებანი, მტერობანი და ხდომანი, შურობანი, გულისწყომანი,...
იხილეთ სრულად
ხოლო ძირი ყოვლისა უკეთურებისაი არს ვერცხლისმოყუარებაი, რომელმან შეკრის გონებაი კაცისაი და მისგან გამოვლენან ანგაჰრებანი ბოროტნი, სიძვანი და არაწმიდებანი, ბილწებანი და კერპთმსახურებანი, მტერობანი და ხდომანი, შურობანი, გულისწყომანი, წამლობანი, შფოთებანი, ბილწობანი, მთვრალობანი, სიღოდანი, ცილისწამებანი და მსგავსნი ამათნი, ვითარცა წმიდაი მოციქული იტყვს, რამეთუ: "ესევითარისა მოქმედთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ". ამისთვისცა გუასწავებს თვით თავ...