ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს? აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად ს...
იხილეთ სრულად
ვინ ხარ, ადამიანო, რომ ტრაბახობ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს?აჰა, ერთი უხილავი მიკრობი შეგეყრება და მაშინვე სნეულდები, უძლურდები და საფლავში ჩადიხარ. ამპარტავანო მოკვდავო, ხომ ხედავ, უცნობ ქვეყანაში შენს წასაყვანად სიკვდილი მოდის და მას ყოველგვარი შეპასუხების გარეშე ემორჩილები. განა შეგწევს ძალა უარყო, წინ აღუდგე, გაექცე იმას, რაც ამ საშინელ ჟამს ხდება? არა! უკიდურესი უძლურება! მაშინ რას იქადი, თიხის ადამიანო, უუნარო, საწყალობელო და უვა...
ადამიანი საკუთარ თავს ვერ განაგებს. მისგან გაუცნობიერებლად მას სხვა ნება და მბრძანებლობა მართავს. იგი სრულიად უნებისყოფო და უძლურია, წინააღმდეგობა გაუწიოს ამას.
ადამიანი ღვთის რჩეული, უნიკალური, ორბუნებოვანი ქმნილებაა, რომელიც ამ პლანეტაზე, დედამიწაზე იბადება და თანდათან, ერთ დღეს ხორციელად კვდება. ის სავსებით უძლურია, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. წარმოდგენებისგან ბუშტივით გაბერილი, ერთი რომ...
იხილეთ სრულად
ადამიანი ღვთის რჩეული, უნიკალური, ორბუნებოვანი ქმნილებაა, რომელიც ამ პლანეტაზე, დედამიწაზე იბადება და თანდათან, ერთ დღეს ხორციელად კვდება. ის სავსებით უძლურია, რომ სიცოცხლე შეინარჩუნოს. წარმოდგენებისგან ბუშტივით გაბერილი, ერთი რომელიმე ავადმყოფობით კვდება და უჩინარდება.
იფიქრე სიკვდილზე, რომლის მოსვლაც უეჭველი და სარწმუნოა. ოჰ, სიკვდილი! სიკვდილის ფიალა მწარეა სულისთვის, რომელიც მისი ძალით ხორცს ეყრება. როგორი სინანული გველის დაუდევრად და დათმობით ჩადენილი საქმეების გამო! სინდისი ჯოჯოხეთივით დაგვ...
იხილეთ სრულად
იფიქრე სიკვდილზე, რომლის მოსვლაც უეჭველი და სარწმუნოა. ოჰ, სიკვდილი! სიკვდილის ფიალა მწარეა სულისთვის, რომელიც მისი ძალით ხორცს ეყრება. როგორი სინანული გველის დაუდევრად და დათმობით ჩადენილი საქმეების გამო! სინდისი ჯოჯოხეთივით დაგვტანჯავს.მაშ, ახლა რატომ უნდა გვძლიოს ცოდვით ტკბობამ, რომლის გამოც მრავალი უკურნებელი ტკივილი მოგვეზღვება.
„ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8, 18). უსაზღვრო და მიუწვდომელია მათი დიდება, ვინც ქრისტეს ნათელში ივლის.