ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ...
იხილეთ სრულად
ღვთისმოშიშება, თავმდაბლობა, სიბრძნე, კეთილზნეობა... – ის თვისებებია, რომელიც კარგი ოჯახის არსებობისთვის აუცილებელ საფუძველს ქმნის. გავიხსენოთ ნეტარი ავგუსტინეს დედა, რომელსაც არ უჭირდა უხასიათო მეუღლესთან საერთო ენის გამონახვა და ამიტომაც მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობელი ქალები, რათა ესწავლათ, როგორ ახერხებდა იგი ქმართან მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებას.- როცა მეუღლე უხასიათოდაა, ცუდ განწყობილებაზე, გაღიზიანებული და რაიმეს არასწორად ამბობს, -...
აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტან...
იხილეთ სრულად
აუცილებელია, რომ ქორწინება ეკლესიის (ანუ ღმერთის) მიერ იყოს ნაკურთხი, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა შემდგომში მეუღლეებმა თავიანთი ცხოვრება ისე წარმართონ, რომ ღვთის მადლი არ განეშოროთ და მათი კავშირი ურთიერთ სიხარულის მოტანის ნაცვლად ათას უბედურებათა წყაროდ არ იქცეს.
მეფე და დედოფალი, - ასე უწოდებენ ჯვარდაწერილთ. ეს არ არის ახლად შეუღლებულთათვის ერთი-ორი დღის ვადით მინიჭებული სახელწოდება. საერთოდ, ოჯახში, მამა უნდა მეფობდეს და დედა - დედოფლობდეს.
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს ...
იხილეთ სრულად
ის, რომ მამა აღიარებულია ოჯახის თავად და ავტორიტეტად, აიძულებს მას, ყოველი ნაბიჯი მოზომოს, რათა შეინარჩუნოს თავისი მდგომარეობა და შვილებისა და მეუღლის წინაშე არ დამცირდეს. ამასთან უპირატესობა ავალდებულებს, განსაკუთრებულად იზრუნოს როგორც მეუღლეზე, ისე შვილებზე და საჭიროების შემთხვევაში მათ დასაცავად სიცოცხლეც არ დაიშუროს.რაც შეეხება უშუალოდ ცოლქმრულ ურთიერთობებს, აქ მეუღლეთა შორის თანასწორობაა. ქმარი არ არის პატრონი თავისი სხეულისა, არამედ ცოლი; დ...
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებ...
იხილეთ სრულად
დღეს, ზოგიერთი ფილმისა და ჟურნალ-გაზეთის გავლენით, ოჯახური ურთიერთობის სიწმინდე მეუღლეთა შორის დარღვეულია. არადა, გაუკუღმართებული დამოკიდებულებანი მოქმედებს ფსიქიკაზე, არღვევს ჭეშმარიტ სიყვარულს და აუცილებლად იწვევს დიდ გართულებებს ცოლ-ქმარს შორის, რადგან ღმერთი სჯის ადამიანებს ამ ყველაზე სათუთი და მაღალი გრძნობების შელახვისა და შერყვნისათვის.ღმერთი ასევე პასუხს მოსთხოვს მეუღლეთ ღალატისათვის. იგი მეორე ნახევრის წინაშე ჩადენილ ისეთ დიდ ცოდვადაა მი...
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ც...
იხილეთ სრულად
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს.
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამ...
იხილეთ სრულად
ოჯახში დიდი პრობლემები იქმნება, თუ მისი რომელიმე წევრი ლოთობს, ან ნარკომანია. იგი, ერთი მხრივ, სასიკვდილო განაჩენს უმზადებს თავის სულს, მეორე მხრივ, გამოუსწორებელ დაღს ასვამს, გარშემომყოფთა (განსაკუთრებით კი ბავშვების) შინაგან სამყაროს. მართალია, ძნელია ამ სენისაგან განთავისუფლება, მაგრამ ღვთის წყალობით მიუღწეველი არაფერია; თუ ოჯახის სხვა წევრები შეძლებენ ცხოვრების სწორი წესის შენარჩუნებას და ურთიერთსიმძიმის ტვირთვას, ბოროტის გავლენისაგან სულის დ...
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ც...
იხილეთ სრულად
ნარკომანიაც და ლოთობაც დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილისათვის დამახასიათებელ საშინელ რეალობად იქცა. ამას სხვადასხვა გარემოება უწყობს ხელს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი უსაქმურობაა; არადა არ შეიძლება, რომ ადამიანმა არ იშრომოს. ისეთი ცნობილი მამებიც კი რომელნიც ათეულ წლობით განდგომილ ცხოვრებას ეწეოდნენ და პურითა და წყლით საზრდოობდნენ, შრომას თავიანთი ყოფის აუცილებელ პირობად თვლიდნენ და სხვათაც ურჩევდნენ, რაიმე ხელობას დაუფლებოდნენ, ლოცვა და შრომა ყოვე...
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნა...
იხილეთ სრულად
სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია; რომ ის, რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცალკეული ადამიანი თუ ოჯახი ბედნიერი ვერასოდეს იქნება.
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მ...
იხილეთ სრულად
ოჯახური ცხოვრება მეტად რთულია და მის კეთილდღეობას მრავალი სხვა პირობა განსაზღვრავს. დღეს, როდესაც სამსახურებრივი დატვირთვის გამო მამის მსგავსად დედაც გამოსულია სახლიდან, ბავშვის აღზრდაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს სკოლა. სკოლა და მისი გარემო მოზარდისთვის მეორე ოჯახია, სადაც, ერთი მხრივ, ხდება განმტკიცება შინ ნასწავლი ჩვევებისა და, მეორე მხრივ, გადაფასება იქ შეძენილი ცოდნისა. ამასთან, სკოლა ის ადგილია, სადაც მოზარდში ყალიბდება მოყვასისადმი დამოკიდე...