სინანული - ციტატები, გამონათქვამები

სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

793. რა უნდა იღონოს ისეთმა ერმა ან სახელმწიფომ, რომელსაც თავს ტანჯვა დაატყდება?
თუკი იტანჯება რომელიმე ერი ან სახელმწიფო, ყველამ უნდა შეინანოს და მაშინ ყოველივე გამოსწორდება ღვთის მიერ
თუკი იტანჯება რომელიმე ერი ან სახელმწიფო

709. მიიღებდა თუ არა შენდობას იუდა, თავისი ცოდვის შენანება რომ გადაეწყვიტა?
მრავალი წმინდანის სიტყვისამებრ, იუდა მიიღებდა შენდობას, შენანება რომ გადაეწყვიტა, მსგავსად პეტრე მოციქულისა, რომელმაც სამჯერ უარყო ქრისტე, მაგრამ სინანულის შედეგად არა მარტო ცოდვათა შენდობა მიიღო, არამედ მოციქულებრივი ღირსებაც დაიბრუნა... სახარება იმავეთი მთავრდება, რითაც იწყება: „შეინანეთ“.
მრავალი წმინდანის სიტყვისამებრ, იუდა მიიღებდა

695. რა არის სინანულის მიზანი?
სინანულის მიზანია – განვეშოროთ ცოდვას და მეტად აღარ გავიმეოროთ იგი.
სინანულის მიზანია – განვეშოროთ ცოდვას და

661. რომელია უფრო აღმატებული – ადამიანი, რომელმაც სცოდა და ინანიებს, თუ ის, რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია?
ადამიანი, ცოდვის ჩამდენი და მონანული, უმეტესად აღმატებულად მიმაჩნია მასზე, ვისაც ცოდვა არ ჩაუდენია და არც სინანული გააჩნია. პირველს, თვლის რა თავს ცოდვილად, აქვს კეთილი გულისთქმა, ხოლო მეორე – ცრუდ და სულის წარმწყმედელად ფიქრობს, საკუთარ თავს მართალ ადამიანად რომ მიიჩნევს.
ადამიანი, ცოდვის ჩამდენი და მონანული

615. რა ძალა აქვს სინანულს?
მავანი ვინმე სულ სცოდავდა და შემდეგ სულ ნანობდა და მთელი ცხოვრება ამგვარად განვლო. ბოლოს სინანულში აღესრულა. დემონი მოვიდა მისი სულის წასაყვანად და თქვა: იგი ჩემია. არა, ჩემია, – მიუგო ღმერთმა. იგი მე მეკუთვნის, – არ ცხრებოდა ბოროტი სული, – მართალია გარდაცვლილი ჟამითი–ჟამად შეინანებდა თავის შეცოდებებს, მაგრამ ამის შემდეგ ისევ იმგვარადვე უსჯულოებდა; – იგი მე მეკუთვნის! თუკი შენ, რომელიც ბოროტი ხარ, – მიუგო ღმერთმა, – იცოდი კვლავ შეწყნარება მისი, რომელიც ცოდვის აღსრულების შემდეგ ცდილობდა სინანულით განეწმინდა სული, მაგრამ შემდეგ ისევ გიბრუნდებოდა, როგორ არ შევიტკბო იგი მე, რომელიც, მართალია, შენანების შემდეგ ხშირად განმეშორებოდა და ზურგს მაქცევდა, მაგრამ შეცდომილი ისევ ცრემლით მევედრებოდა შეწყნარებას. შენ გავიწყდება, რომ შენ ბოროტი ხარ, მე კი – სახიერი...
მავანი ვინმე სულ სცოდავდა და შემდეგ ნანობდა

578. რატომ უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღებას?
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი სულიერად იბადება, განიწმინდება და ღმერთს უერთდება. მას რომ იმ სიწმინდისა და მადლის დაცვა შეეძლოს, რომელიც ნათლისღებისას მიიღო, მონანიება და აღსარება აღარ დასჭირდებოდა; მაგრამ, რამდენადაც ეს ამქვეყნად მცხოვრებისათვის შეუძლებელია, ჩვენი უბიწოებისა და ზეციურ მამასთან შესარიგებლად მხოლოდ ერთი საშუალება – მონანიება და აღსარება დაგვრჩენია. ამიტომაც უწოდებენ წმ. მამები მონანიებას მეორე ნათლისღბას.
ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას კაცი

428. რა არის მომაკვდინებელი ცოდვა?
მომაკვდინებელია ცოდვა, როცა ის სამუდამოდ კლავს ადამიანის სულს. თუ ასეთი ცოდვა კაცმა სათანადოდ არ მოინანია და ცოდვილი გარდაიცვალა, მაშინ დემონი მიიტაცებს მის სულს და ჩაიყვანს ქვესკნელად, ბნელსა და სულისშემხუთველ უფსკრულში. ჯოჯოხეთში, სამუდამო ტანჯვისათვის.
მომაკვდინებელია ცოდვა, როცა ის სამუდამოდ

417. რა არის სინანული?
ჰკითხეს ერთ მამას: "რა არის სინანული?" მან კი მიუგო: "ძველი ცოდვების დატევება და მწუხარება მათ გამო", ასევე "გული შემუსვრილი და დამდაბლებული".
ჰკითხეს ერთ მამას: რა არის სინანული? მან კი

410. თუ მოგვეტევება ერთი და იმავე ცოდვების განმეორება?
გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მიუტევებია შენთვის ღმერთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღმერთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში – განუზომელი.
გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც

401. როგორ შეიძლება შევიძინოთ ღვთის სიყვარული?
შეუძლებელია შიშის გარეშე მიწვდომა სიყვარულისა... ეს მყრალი ზღვა, რომელიც ჩვენსა და სამოთხეს შორის არის დადებული, შეგვიძლია გადავიაროთ მხოლოდ სინანულის ხომალდით, რომელშიც ისხდებიან ღვთის შიშის მეხომალდეები. შიში შეგვიყვანს ჩვენ იმ სინანულის ხომალდში, გადაგვატარებს ამა ქვეყნის მყრალ ზღვას და შეგვიყვანს საღმრთო ნავსადგურში – რომელიც არის სიყვარული.
შეუძლებელია შიშის გარეშე მიწვდომა

სინანული, გამონათქვამები, ციტატები

2