სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები
როგორც ბავშვს, ან გაუნათლებელ ადამიანს არ ესმის ის სიამოვნება, რასაც განიცდის განათლებული კაცი ღრმა სიბრძნისეული თხზულებების კითხვის ან ურთულესი მაგალითის ამოხსნისას, ასევე ბრძენთაბრძენ ფილოსოფოსს ან გამჭრიახ გენიოსს, რომლისთვისაც უცხოა მაცხოვნებელი სარწმუნოება, არ შეუძლია, თუნდაც ოდნავ მაინც წარმოიდგინოს ის სიხარული, რასაც ქრისტიანი განიცდის ქრისტესადმი სიყვარულისგან.
მოწყალე უფალმა დედამიწაზე მოგვცა სულიწმიდა და სულიწმიდით განმტკციდა წმიდა ეკლესია. სულიწმიდამ გაგვიხსნა ჩვენ არა მარტო მიწიერი, არამედ ზეციურიც. სულიწმიდით ჩვენ შევიმეცნეთ უფლის სიყვარული. სიყვარული უფლისა მგზნებარეა. სიყვარულით გამსჭვალულმა წმიდა მოციქულებმა მთელი ქვეყნიერება მოიარეს; მათ სულებს სწყუროდათ რომ ყველა ადამიანს შეემეცნებინა უფალი.