სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
36. რასაც კი ლოცვისა და კეთილი სასოების გარეშე ვაკეთებთ, მოგვიანებით საზიანო და არასრულყოფილი აღმოჩნდება.
37. როდესაც მოისმენ, რომ უკანასკნელნი პირველნი იქნებიან, პირველნი კი უკანასკნელნი (მთ. 19.30), სათნოებათა წილმქონეებად და სიყვარულის წილმქონეებად გაიაზრე ისინი, რადგან სიყვარული რიგის მიხედვით უკანასკნელია სათნოებათა შორის, მაგრამ... იხილეთ სრულად
38. თუ ლოცვისას მოწყინება დაგეუფლება, ანთუ მრავალგვარად დაითრგუნები ბოროტებისგან, გაიხსენე აღსასრული და მწარე სასჯელნი, უმჯობესია კი, რომ ლოცვითა და სასოებით შეეტკბო ღმერთს (ფს. 72.28), ვიდრე ის, რომ გარეგანი გახსენებანი აღძრა, თუ... იხილეთ სრულად
39. ვერცერთი სათნოება ცალკე აღებული ვერ იქნება გამხსენლი ჩვენი ბუნებითი კარისა, თუ ყველა მათგანი თანამიმდევრულად არ დაექვედებარება ერთიმეორეს.
40. არ არის მმარხველი ის, ვინც გულისზრახვებით იკვებება, რადგან თუნდაც რომ სასარგებლო იყოს ეს გულისზრახვები, სასოებაზე უფრო სასარგებლო ვერ იქნება.
41. სასიკვდილოა ყველა ის ცოდვა, რაც მოუნანიებელია, და თუნდაც მათზე წმინდანმა ილოცოს მავანის გამო, შესმენილი არ იქნება.
42. მართლად მონანული თავის ღვაწლს ისე როდი რაცხს, როგორც სანაცვლოს თავისი ძველი ცოდვებისას, არამედ ამ ღვაწლის გზით ღმერთს იმადლიერებს იგი.
43. თუკი ვალდებულნი ვართ, რომ დღიურად აღვასრულებდეთ, რაც კი რამ კარგი აქვს ჩვენს ბუნებას, ადრე ჩადენილ ბოროტებათა სანაცვლოდ რაღა გადავუხადოთ ღმერთს? (იგულისხმება, რომ ჩვენი სათნოებითი მოღვაწეობა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ჩადენილ ცო... იხილეთ სრულად
44. რაოდენი სიჭარბითაც არ უნდა აღვასრულებდეთ სათნოებას დღეს, ეს ყოველივე ჩენი წარსული უმოქმედობის სამხილია და არა მათი სანაცვლო გადასახადი.
45. გონებით შეჭირვებული და ხორცით შვებული მსგავსია სხეულით შეჭირვებულისა და გონებით განცხრომილისა (ანუ ორივე მათგანი არასრული მოღვაწეა). 46. ორივე მხრივ ნებსითი შეჭირვებულობა შეეწევა ურთიერთს, კერძოდ, გონებისმიერი – ხორციელს, ხორც... იხილეთ სრულად