სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ღმერთი

16. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი ძალუძს, გულთმეცნიერი ღვთის წინაშე ისეა, როგორც უკვე გამკეთებელი; და ეს ვრცელდება როგორც კარგზე, ასევე ცუდზე. ვისაც სურს რაიმეს გაკეთება, მაგრამ არ კი

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: გონება

17. გონება სხეულის გარეშე ბევრ კარგსა და ცუდს სჩადის, სხეულს კი გონების გარეშე ამათი ჩადენა არ შეუძლია. ამიტომ, "თავისუფლების რჯული" "საქმეთა" უწინარეს იკითხება. გონება სხეულის გარეშე ბევრ კარგსა და ცუდს

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

18. მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ, რომ მართლად სწამთ, მავანნი კი, ასრულებენ რა, სასუფეველს მოელიან, როგორც კუთვნილ საზღაურს, მაგრამ ორივენი ჭეშმარიტებისგან გადაცთომილნი არიან. მავანნი, არ ასრულებენ რა მცნებებს, ფიქრობენ

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

19. ბატონისგან არ ივალდებულება საზღაური მონებისადმი (ე.ი. ბატონს არა აქვს ვალდებულება მონისთვის საზღაურის გადახდისა. იგულისხმება, რომ მონის ვალია ბატონს ემსახუროს და იგი ამაში საზღაურს ვერ მიიღებს, ანუ ბატონს არ შეიძლება მონის ვალ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

20. თუ, თანახმად წერილისა, ქრისტე ჩვენს გამო მოკვდა, და თუ ვცოცხლობთ არა ჩვენი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა (II კორ. 5.15), ცხადია, ვალდებულნი ვართ სიკვდილამდე ვემონებოდეთ კიდეც მას. ან კი როგორ უნდა... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

21. ქრისტე მეუფეა როგორც არსობრივად, ასევე განგებულებითად, რადგან მან, ერთი მხრივ, არარსებულნი დაგვბადა, მეორე მხრივ კი ცოდვით მკვდარნი თავისი სისხლით გამოგვისყიდა და ამგვარად მორწმუნეებს მადლი მოგვანიჭა. ქრისტე მეუფეა როგორც არსობრივად, ასევე

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

22. როდესაც გესმის წერილის სიტყვები, რომ უფალი საქმეთაებრ მიუზღავს ყველას (ფს. 61.13), იგულისხმე არა საქმენი - გეჰენიისა თუ სასუფევლის ღირსნი, არამედ საქმენი მისდამი ურწმუნოებისა თუ რწმენისა, რასაც ქრისტე შესაბამისად აუნაზღაურებს ... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

23. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა, კეთილ საქმეებს გავცემთ არა სანაცვლო მისაგებელად, არამედ ჩვენდამი მონიჭებული სიწმინდის დასაცველად. რომლებიც ღირსნი გავხდით ახალშობის ემბაზისა

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

24. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების კვალობაზე აღვასრულებთ, უკეთურისგან განგვარიდებს, მაგრამ სიწმინდე რომ შეგვმატოს, მადლის გარეშე არ ძალუძს. ყველა კეთილი საქმე, რასაც კი ჩვენი ბუნების

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

25. მმარხველი განეშორება ნაყროვანებას, უპოვარი - ანგარებას, მემყუდროე - მრავალსიტყვაობას, განწმენდილი - სიამეთმოყვარეობას, უმწიკვლო - სიძვას, თვითკმარი - ვერცხლისმოყვარეობას, მშვიდი - მშფოთვარებას, მდაბალი - ცუდმედიდობას, მორჩილი ... იხილეთ სრულად

link

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

2