სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
195. საქმის გარეშე მესიბრძნე და ენამჭევრი მდიდარია უსამართლობით და "მისი შრომანი", თანახმად წერილისა, "უცხო სახლებში შედის" (იგავ. 5.10), (ე.ი. მას არ ხმარდება).
194. ისევე როგორც ერთია გრძნობადი სიმდიდრე, მაგრამ მფარველობაში მრავლად დანაწილებული, ასევე ერთია სათნოება, მაგრამ მრავალი აქვს მას მოქმედებანი.
196. "ყველაფერი, - ამბობს, - ოქროს ფულს ემორჩილება" (ეკლ. 10.19), გონებითნი კი ღვთის მიერ განიგებიან.
197. კეთილი სინდისი ლოცვით მოიპოვება, წმინდა ლოცვა კი - სინდისის გზით, რადგან ურთიერთის მსაჭიროებელნი არიან ბუნებით.
198. იაკობმა იოსებს ჭრელი პერანგი შეუკერა, უფალი კი ჭეშმარიტების ცოდნას მიჰმადლებს მშვიდს, როგორც დაწერილია, რომ "ასწავლის უფალი თავის გზებს მშვიდებს" (ფს. 24.9).
199. ყოვლითურთ სიკეთე აკეთე ძალისამებრ და უფრო მეტის კეთების ჟამს არ მიიქცე უფრო ცოტასკენ, რადგან "უკუმიქცეული, - ამბობს - არ არის შესაფერისი ცათა სასუფევლისთვის" (ლკ.9.62)
2. როდესაც უფალს ნებავდა ეჩვენებინა, რომ, ერთი მხრივ, სავალდებულოა ყველა მცნება, მეორე მხრივ კი ის, რომ ძეობილობა თვით მან მიჰმადლა ადამიანებს, თქვა: "რაჟამს ყოველივეს შეასრულებთ, რაც ნაბრძანები გაქვთ, მაშინ თქვით: უვარგისი მონები... იხილეთ სრულად
3. ვერ მოითხოვს მონა თავისუფლებას როგორც ჯილდოს, არამედ იგი როგორც ვალდებულების შემსრულებელი, მოსაწონი ხდება ბატონისთვის და ამ თავისუფლებას მისგან როგორც მადლს, ისე მოელის.
4. "ქრისტე მოკვდა, - თანახმად წერილისა, - ჩვენი ცოდვების გამო" (I კორ. 15.3). იგი თავისუფლებას მიჰმადლებს იმათ, რომლებიც კეთილად ემონებიან მას, ამბობს რა: "კარგი, კეთილო და სანდო მონავ! მცირედზე იყავი სანდო, ბევრზე დაგადგენ შენ. შ... იხილეთ სრულად
5. "სანდო მონაა" არა ის, ვინც ჯერ კიდევ ლიტონ ცოდნას ეყრდნობა, არამედ ის, ვინც მორჩილებით ერწმუნება მამცნებელ ქრისტეს.