სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები
6. ვინც მეუფეს პატივს სცემს, ნაბრძანებს ასრულებს, ცთომილი ან ურჩი კი მოსაწევარს დაითმენს როგორც თავისეულს (თავისი ცთომილი საქმეების შედეგს, დამსახურებულს).
7. ხარ რა სწავლისმოყვარე, იყავი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამპარტავნებს ადამიანს (I კორ. 8.1).
8. მოულოდნელად შემთხვეული განსაცდელები განგებულებითად გვასწავლიან ჩვენ, რომ შრომისმოყვარენი ვიყოთ, და ისინი ჩვენ უნებურად სინანულისკენ წარგვმართავენ.
9. ადამიანებზე მოწეული შეჭირვებანი მათივე უკეთურებების ნაყოფია, მაგრამ თუ ამ შეჭირვებებს ლოცვით დავითმენთ, კვლავ ვჰპოვებთ კეთილ საქმეთა მოჭარბებას.
10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ ... იხილეთ სრულად
11. ისინი, რომლებიც ღვაწლთა საბაბით თავს იმაღლებენ უმცონრესებზე, ფიქრობენ, რომ სხეულებრივ საქმეთაგან გამართლდებიან, ჩვენ კი, რომლებიც, ლიტონ ცოდნაზე დამყარებულნი, უმეცართ არაფრად ვრაცხთ, მათზე ბევრად უგუნურნი ვართ.
12. ცოდნას მოდევნებულ საქმეთა გარეშე ეს ცოდნა ჯერაც არაა მტკიცე, თუნდაც ჭეშმარიტი იყოს იგი. ამიტომ, ყოველი მოვლენის სიმტკიცე საქმეა.
13. ხშირად საქმისადმი უგულისყურობით ცოდნაც ბნელდება, რადგან რომელ მოვლენებთან დაკავშირებითაც მოხდა სრული უგულებელყოფა საქმისა, იმ მოვლენათა ხსოვნაც გაქრება თანდათან.
14. ამის გამო, წერილი შეგვაგონებს, რომ ცოდნისმიერად შევიცნოთ ღმერთი, რომ მართებულად ვემონებოდეთ მას საქმეთა მიერ.
15. როდესაც გარეგნულად აღვასრულებთ მცნებებს, მაშინ თუმცა შესაბამისადვე ვიღებთ უფლისგან ჩვენსას მაგრამ სარგებელი კი არჩევანისეული მზანდასახულობისამებრ შეგვეძინება.(იგულისხმება, რომ თვით მცნებათა გარეგნული აღსრულებითაც კი უფლისგან, ... იხილეთ სრულად