სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)
188. ვისაც ლოცვისა და განსაცდელთა დათმენის გარეშე სურს გამარჯვება, არათუ უკუაგდებს იგი ამ განსაცდელთ, არამედ კიდევ მეტად ეხვევა მათში.
182. არის ბოროტება, გულისმიერად რომ გვიპყრობს ხანგრძლივი ცრურწმენის შედეგად, და არის ბოროტება, აზრისმიერად რომ გვებრძვის ყოველდღიური საქმეების გზით.
180. თუკი მეტად აღარ აღვასრულებთ "ხორცის ნება-სურვილებს", როგორც წერილი ამბობს (ეფეს. 2.3), უფლის მიერ ადვილად დაგვიცხრება ადრინდელი შთანაზრახები (იგულისხმება წინარე ცოდვების შედეგად ჩვენში ჩალექილი უკეთური გულისზრახვები).
181. თუმცა გონების გამყარებული წარმოსახვები უფრო მეტად უკეთურია და უფრო მეტად მბრძანებულური, მაგრამ აზრისმიერნი (წარმოსახვები) არიან მათი მიზეზები და წინამძღვრები.
184. ვინც სინდისს თვალს ვერ უსწორებს (ე.ი. ვინც სინდისის ჭვრეტაში მტკიცე ვერ არის), ვერც სხეულებრივ სიძნელეებს დაითმენს კეთილმსახურების გამო.
185. სინდისი ესაა ბუნებითი წიგნი. ვინც საქმიანად კითხულობს მას, საღვთო შეწევნის გამოცდილებას იღებს.