სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ჯვარი

26. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს, ქრისტე კი ჯვრის მიერ ღვთისშვილობას ანიჭებს მას. ადამიანი გაჭირვებით იცავს მისთვის ბუნებრივს,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: მცნებები

27. არსებობს ნაწილობრივი მცნება და არსებობს სხვა - ყოვლისმომცველი, რადგან უფალი, ერთი მხრივ, ბრძანებს, რომ ნაწილობრივ მივუბოძოთ არასმქონეს (ლკ.3.11), მეორე მხრივ კი გვამცნებს, რომ განვეშოროთ მთელ ქონებას (ლკ.14.33). არსებობს ნაწილობრივი მცნება და სხვა -...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

28. არსებობს მოქმედება მადლისა, რაც უცნობია სულიერად ჩვილთათვის, და არსებობს მოქმედება უკეთურებისა, ჭეშმარიტებას მიმსგავსებული, თუმცა სჯობს ნურც შევეტკბობით მათ (რადგან იქნებ საცთურია) და ნურც შევაჩვენებთ (რადგან იქნებ ჭეშმარიტება... იხილეთ სრულად

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

29. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე სულგრძელებას იჩენს, თავმდაბლობს, მღვიძარებს, მმარხველობს, ხოლო თუ ვინმე ამ ოთხის გარეშე შეეცდება შევიდეს ზემორე ზღვაში, იშფოთებს გულით, გადალახვას კი ვერ შეძლებს. ვისაც სურს გონითი ზღვის გადალახვა, ამგვარი ვინმე...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სიმშვიდე

30. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ ზემოხსენებული ოთხი სათნოებაც შესძინოს მან თავის ლოცვას, ვერაფერი იქნება მისთვის მყუდროებაზე უფრო სწრაფი შემწე უვნებობისკენ. მყუდროება ესაა უკეთურებათა მოკვეთა და თუნდაც რომ...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: სიმშვიდე

31. შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე, არცთუ ამათ შორის აღმართული"შუაკედელი" დაირღვევა მყუდროებისა და ლოცვის გარეშე (შდრ. ეფეს.1.14). შეუძლებელია მყუდროება გონებისა სხეულის გარეშე,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

32. ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის გულისთქმა - ხორცისა (გალ.5.17), სულით მავალნი კი ხორცის გულისთქმას არ აღასრულებენ (გალ.5.17). ხორცის გულისთქმა საწინაღმდეგოა სულისა, ხოლო სულის...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

33. არ არსებობს სრულყოფილი ლოცვა გონითი ხმობის გარეშე, ხოლო როდესაც განუწყვეტლივ ღაღადებს აზრი, შეისმენს უფალი. არ არსებობს სრულყოფილი ლოცვა გონითი ხმობის გარეშე,...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)

34. განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო შემუსვრილი და დამდაბლებული გული უფლისგან უგულებელყოფილი არ იქნება (ფს. 50.19). განუწყვეტლივ მლოცველი გონება თრგუნავს გულს, ხოლო...

link
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული)
თემა: ლოცვა

35. ლოცვაც სათნოებად ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ თავადაა სათნოებათა დედა, რადგან შობს მათ ქრისტესთან თანაშერთვის შედეგად. ლოცვაც სათნოებად ითქმის, მიუხედავად იმისა, რომ...

link
0