რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამა არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
და რომელიმე თქვენგანი ეტყვის მათ: წადით მშვიდ...
იხილეთ სრულად
რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ის, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამა არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?
თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
და რომელიმე თქვენგანი ეტყვის მათ: წადით მშვიდობით, გაძეხით და გათბით, და არ კი მისცემს მათ სახმარს ხორცისას, რას გამოელის?
ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, მკვდარია თავისთავად.
თ. 2-3
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილ...
იხილეთ სრულად
როგორც უსაქმურობა, ასევე საქმეთა სიჭარბე, ფუსფუსი და ზრუნვა წარმოშობს უამრავ ბოროტებას. მათ შესახებ ბრძანა უფალმა, როცა საუბრობდა იმ ეკლებზე, რომლებიც ღვთაებრივი მცნებების თესლს თრგუნავს და ხელს უშლის ყოველივე მშვენიერისა და კეთილის აღმოცენებას: "რომელი-იგი ეკალთა შორის დავარდა, ესე არიან, რომელთა ისმინიან სიტყუაი და ზრუნვისაგან და სიმდიდრისა და გემოთაგან ამის სოფლისათა ვლენედ და შეაშთვიან და არანაყოფიერ იქმნიან" (ლკ. 8, 14). ასეთ ადამიანებს, როც...
სჯული ექვსი დღის განმავლობაში საქმის კეთებას გვიბრძანებს, ხოლო მეშვიდე დღეს ზეიმს, რამეთუ სულიერი საქმე ქონებით ქველმოქმედების გაწევაში, ანუ საქმეებში მდგომარეობს; უქმობა და განსვენება კი იმაში, რომ უფლის სიტყვისამებრ, ყველაფერი გ...
იხილეთ სრულად
სჯული ექვსი დღის განმავლობაში საქმის კეთებას გვიბრძანებს, ხოლო მეშვიდე დღეს ზეიმს, რამეთუ სულიერი საქმე ქონებით ქველმოქმედების გაწევაში, ანუ საქმეებში მდგომარეობს; უქმობა და განსვენება კი იმაში, რომ უფლის სიტყვისამებრ, ყველაფერი გავყიდოთ, გლახაკებს დავურიგოთ და ამგვარი არამომხვეჭელობით დასვენებულნი ვიმყოფებოდეთ გონებრივ სასოებაში. სწორედ ამგვარ განსვენებაში შესასვლელად გვაქეზებს გულმოდიგინედ პავლეც, როცა ამბობს: "ვისწრაფოთ უკუე შესვლად განსასუენე...
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგ...
იხილეთ სრულად
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას.
შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.
ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.