უბედურება ის არის, რომ ჩვენ, თითქმის ყოველთვის, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. ჩვენ ვთვლით, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და გვავიწყდება სიტყვები საღვთო წერილიდან: "რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰქმნის" ...
იხილეთ სრულად
უბედურება ის არის, რომ ჩვენ, თითქმის ყოველთვის, ჩვენი მრისხანება სამართლიანი გვგონია. ჩვენ ვთვლით, რომ სიმართლისთვის ვიბრძვით და გვავიწყდება სიტყვები საღვთო წერილიდან: "რამეთუ გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰქმნის" (იაკობ. 1.20). აი, როგორ იბინდება ჩვენი გონება - უდიდეს ბოროტებას სიკეთედ აღვიქვამთ.
ნურასოდეს გაარტყამ შენზე პატარას, სუსტია და დაიჩაგრება. ნურასოდეს შეებრძოლები შენზე დიდს, ძლიერია და გაგთელავს. ჯერ შენს სულს შეებრძოლე და იმ ორივეს, სუსტს და ძლიერს დაამარცხებ, გამარჯვებული გამოხვალ და ღვთის წინაშე გამართლდები.
მრისხანების მიზეზებია მიცემა და მოღება, თვითნებობა, სიყვარული მოძღვრობისა და მასწავლებლობისა, თავისი თავის ბრძნად და მეცნიერად შერაცხვა. ვინც ამას მოიკვეთს, მოუძლურდება ასევე ვნება მრისხანებისაც.
მრისხანე ხარ? შენი ცოდვების მიმართ იყავი მრისხანე, სცემე შენს სულს, ჰგვემე შენი სინდისი, იყავი მკაცრი მსაჯული და მრისხანე მტანჯველი შენი საკუთარი ცოდვებისა - აი, მრისხანების სარგებელი, ამისთვის დანერგა იგი ღმერთმა ჩვენში.
რა გამართლებას მოუნახავთ საკუთარ თავს სინდისის სამსჯავროს წინაშე, როდესაც ლომი, შესაძლოა გარკვეული აზრით, ადამიანად აქციოთ, თვითონ კი ადამიანისაგან მოურჯულებელ ლომად გარდაიქმნებით?
რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი. სჯობს უგულებელვყოთ სასარგებლო და აუცილებელი, რათა მრისხანებას გავექცეთ. ასევე უმჯობესია მივიღოთ და გადავიტანოთ ყველანაირი უსიამოვნება ...
იხილეთ სრულად
რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი. სჯობს უგულებელვყოთ სასარგებლო და აუცილებელი, რათა მრისხანებას გავექცეთ. ასევე უმჯობესია მივიღოთ და გადავიტანოთ ყველანაირი უსიამოვნება იმისათვის, რომ სიყვარულისა და მშვიდობის სიწყნარე შევინარჩუნოთ; რადგან არაფერია მრისხანებასა და მწუხარებაზე უფრო დამღუპველი და სიყვარულზე უფრო სასარგებლლო.
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს,...
იხილეთ სრულად
ვინც მრისხანებას მიეცემა, იგი საკუთარი თავისაგან ქმნის სხვებისათვის ფრიად არასასიამოვნო სანახაობას. შეხედეთ მრისხანე ადამიანს: მისი სისხლი დუღს, თვალები უელავს და ანათებს რაღაც დამანგრეველი ცეცხლით; ხმის ბგერები არაბუნებრივი აქვს, მეტყველება უწყდება, მთელი სახე თითქმის მობრეცილი აქვს. სწორად ბრძანა ბრძენმა: "მრისხანე კაცი უგუნურია" (იგავნ. 11,25).
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრებ...
იხილეთ სრულად
ბევრი გაზარმაცებული გვყავს ჩვენ... ზარმაცივით მსხლის ძირში ჯდომა და მსხლის ჩამოვარდნის ლოდინი არ შეგვფერის. უფალმა ხელი რომ მოგცა და ჯერ კიდევ სამოთხეში რომ გაკურთხა... იშრომე, აქ იგულისხმებოდა სულიერი შრომა, ე.ი. ღვთაებრივი აზრების მოაზრება. ამასთან მან გვითხრა პური შენი არსობის შენი შრომით მოიპოვეო.