თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს,
მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნბს?
მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს;
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს.
"ნუ ვინ თავსა თვისსა აცთუნებნ. უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმნენინ, რათა იყოს იგი ბრძენ. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა - სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენ...
იხილეთ სრულად
"ნუ ვინ თავსა თვისსა აცთუნებნ. უკეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თვისი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმნენინ, რათა იყოს იგი ბრძენ. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისა - სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა" (1 კორინთ. 3, 18-19).
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი...
იხილეთ სრულად
მრისხანება - ეს სასიკვდილო განაჩენია, რომელიც ადამიანისათვის გამოგვაქვს და არც თუ იშვიათად ამ განაჩენის აღმსრულებლებიც ვხდებით. რამდენი უსამართლობა, სისასტიკე და დანაშაული ხდება მრისხანების მდგომარეობაში! სატანა - ცოდვის მიზეზი კი გვერდით დგას და იმაზე იცინის, რომ მის წინააღმდეგ საბრძოლველი იარაღი ადამიანმა მისივე მსგავსის წინააღმდეგ მიმართა, დემონი კი შეუმჩნეველი და დავიწყებული იქნა.
მრისხანება მაშინ არის სწორი, როცა ის მიმართულია ცოდვის, ურჯულოების, დანაშაულის წინააღმდეგ და ჩვენში ბუნებრივად ჩნდება, როგორც ნაყოფი ღვთის მოშურნეობისა, მას თან სდევს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული, თანაგრძნობა მოყვას...
იხილეთ სრულად
მრისხანება მაშინ არის სწორი, როცა ის მიმართულია ცოდვის, ურჯულოების, დანაშაულის წინააღმდეგ და ჩვენში ბუნებრივად ჩნდება, როგორც ნაყოფი ღვთის მოშურნეობისა, მას თან სდევს არა სიძულვილი და ბოროტება, არამედ სიყვარული, თანაგრძნობა მოყვასისადმი და ერთი მიზანი აქვს - ცოდვილის გადარჩენა. თუ ვინმე მრისხანებს სამართლიანად, სულიერი შეგონებისათვის, ის არ განისჯება. ყველა სხვაგვარი მრისხანება კი უცილობლად განისჯება.
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში, როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო ს...
იხილეთ სრულად
მრისხანებას, გულისთქმებს, სიმხდალესა თუ შურს არევ-დარევა შეაქვთ სულიერ გამჭრიახობაში, როგორც ამღვრეული მზერა ვერ აღიქვამს ხილვად საგნებს, ასევე შეუძლებელია მშფოთვარე გულით შევუდგეთ ჭეშმარიტების შეცნობას. ამიტომაც ყოველგვარ საერო საქმეს უნდა განვეშოროთ და ჩვენს სულს არ გავაკაროთ გარეშე ზრახვები.
მრისხანებაში მყოფი ადამიანი თავიდან ნებით ეძლევა ამ ვნებას, შემდეგ უკვე ჩვევაში გადაეზრდება. და ბოლოს უნებურად სრულიად დამარცხდება და შეიმუსრება მის მიერ.
მრისხანება ხომ დროებითი შეშლილობაა! მრისხანებაში ვკარგავთ არა მარტო ქრისტიანის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახეს. ტყუილად კი არ ამბობენ განრისხებულ ადამიანზე: "გამხეცდაო". უკმეხი სიტყვების რა ნაკადი გადმოსჩქეფს ჩვენი ბაგეებიდან!...
იხილეთ სრულად
მრისხანება ხომ დროებითი შეშლილობაა! მრისხანებაში ვკარგავთ არა მარტო ქრისტიანის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის სახეს. ტყუილად კი არ ამბობენ განრისხებულ ადამიანზე: "გამხეცდაო". უკმეხი სიტყვების რა ნაკადი გადმოსჩქეფს ჩვენი ბაგეებიდან! ჩვენ შეურაცხვყოფთ, ვილანძღებით, ზოგიერთი იქნებ ბილწსიტყვაობს კიდეც და ეშმაკის სახელს ახსენებს. ვცდილობთ რაც შეიძლება მწარე და საწყენი სიტყვები ვთქვათ. ესეც არ კმარა, მერე კიდევ დიდხანს გაჯავრებულები ვფიქრობთ, რომ ცოტა ვ...