წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
150. მხილებისმოძულე წინასწარგანზრახვითად ექცევა ვნების ქვეშ, მხილებისმოყვარე კი, ცხადია, წინასწარგანწყობითად განერიდება მას. (იგულისხმება, რომ მხილებისმოძულე ადამიანი ამ სიძულვილის გამო უკვე ცნობიერად, წინასწარი შეგნებით განუკუთვნ... იხილეთ სრულად
149. ძლიერი ადამიანი არ ამხილო ცუდმედიდობის გამო, არამედ სამომავლო შერცხვენის მოსაწევარი დაანახე მას, რადგან ვინც გონიერია, ამ გზით მხილებას წადიერად იღებს.
147. ვინც გულსასტიკია, არას არგებს მას უფრო დაწლობილი ცოდნის (სულიერი ცოდნა) შესახებ სწავლება, რადგან არ განიკუთვნებს იგი სინანულის სიძნელეებს შიშის გარეშე.
146. ღვთის ხსოვნის გარეშე შეუძლებელია, რომ ცოდნა ჭეშმარიტი იყოს, რადგან პირველის გარეშე ეს მეორე ნაყალბევია.
145. "სულგრძელი ადამიანი დიდია გონებით" (იგავ. 14.29). ამგვარივეა ისიც, ვინც სიბრძნის სიტყვებს მიუპყრობს თავის ყურს.
144. ვინც ყოველივეს გამოცდის და სიკეთეს შეუდგება (შდრ. I თეს. 5.21), შედეგად ყოველგვარი უკეთურებისგან განიზღუდება.
143. სასწორის უღლისებრ არამდგრადია სიამითვნებულის გულისზრახვა, რომელიც ზოგჯერ ტირის და მოთქვამს ცოდვის გამო, ზოგჯერ კი ებრძვის და უპირისპირდება მოყვასს, ეშურება რა სიამეებს.
142. ქების მაძიებელი ვნებაში მკვიდრობს და შემთხვეული შეჭირვების გამო მდრტვინავს სიამტკბილობა უყვარს.
141. არ თქვა, არ მსურს და მოდისო (უკეთური წარმოსახვა), აშკარაა, რომ თუ თვით ეს საქმე არა (ე.ი. ეს უკეთური საქმე, ეს ცოდვისმიერი გულისზრახვა და ქმედება), ამ საქმის მიზეზები მაინც გიყვარს.
140. სადაც იყო გულისზრახვის წარმოსახვები, იქ შედგა თანხმობა, რადგან "უსახო აღძრულობა", ესაა უმიზეზო კვეთება (ე.ი. არა უშუალოდ საკუთარი თავის მიზეზით გამოწვეული ცოდვისმიერი აღძრულობა. რაც შეეხება "თანხმობას", იგი გულისხმობს ადამიან... იხილეთ სრულად