წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) - ციტატები, გამონათქვამები წმ. მარკოზ მონაზონი (განშორებული) |
162. გონებაში მყოფობდე და არ გაიტანჯები განსაცდელთაგან. ხოლო იქიდან განშორებულმა დაითმინე მოსაწევარნი.
161. როდესაც გული ვნებულია სიამით, აღმოცენდება დამაწყლულებელი გულისზრახვები და სიტყვები, და კვამლისგან შიგნითმდებარე ნივთს შევიცნობთ.
159. გულისზრახვათა უთანაბრობა თვით საკუთარი გულისზრახვების ცვლილებათა მომტანია, რადგან ღმერთმა ნებაყოფლობით მოვლენებს თანაშებუნებებითად განუყო არანებაყოფლობითნი.
158. სიკეთეთა და ბოროტებათა ურთიერთშეწმასნილობა თანაბარზომიერი გულისზრახვით შეიწყნარე. აი, ასე ამხობს ღმერთი საქმეთა არათანაბარზომიერებას.
156. რაჟამს ხორციელი საბოძვარის გამო შეაქებ ადამიანს, როგორც კეთილს ღვთის გარეშე (ე.ი ისე თითქოს ეს ადამიანი კეთილი და სიკეთის მოქმედი იყოს თავისთავად და არა საღვთო მადლის შედეგად), ეს ადამიანი შემდეში უკეთური გამოჩნდება შენთვის.
153. თუ ვინმე ფუჭადმეტყველ ადამიანებში მოხვდება, თავისი თავი ჩათვალოს დამნაშავედ ამგვარ ფუჭსიტყვაობათა გამო თუმცა, შესაძლოა, არა ამჟამინდელი, არამედ ძველი ვალებიდან გამომდინარე (იგულისხმება, რომ ეს ადამიანი ძველად თვითონაც ამგვარი... იხილეთ სრულად
152. თუკი უკეთურ სიტყვებს შეიტკბილხმოვანებ, ამის გამო საკუთარ თავს განურისხდი და არა იმას, ვინც მათ წარმოთქვამს, რადგან სწორედ უკეთური სმენა განიკუთვნებს უკეთურ მაცნეს.
151. ნუ გსურს უცხო უკეთურებათა მოსმენა, რადგან ამგვარი სურვილის შედეგად ხსენებულ უკეთურებათა აღბეჭდილობანი ჩვენშიც შთაისახება.