წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა და კმაყოფილებასა. შრომასა, მოღვაწეობას კაცი თითქმის ძალდატანებით ასრულებს, ხოლო ლხინსა, განცხრომასა თავის ნებით და მხიარულებით. ვგონებ, ძნელად იპოება ქვეყანაზე ისეთი კაცი, რომელსაც არ მოსწონდეს მომეტებულის ღვინის სმა და მით გამხიარულება. დიდი ძალა და გავლენა აქვს ღვინოს ბუნებასა ზედა კაცისასა. ამისთვისაც წმიდა მოციქული პავლე აგვიკრძალავს მთვრალობას და იქავე მოიყვანს მიზეზსა: „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“(ეფეს. 5.18–19). თუმცა, გარნა ბილწებისა, სხვანიცა მრავალნი ვნებანი და ცოდვანი შეუდგებიან მთვრალობასა. მაგალითებრ, ერთი უსაძაგლესი ვნება, რომელიც მთვრალობისაგან წარმოსდგება, ის არის, რომ იგი ერთ ხანს კაცს პირუტყვად გაჰხდის, ჭკუას დაუბნელებს, ენას დაუბამს; მაგრამ სუყველაზე უცუდესი თვისება მთვრალობისა ის არის, რომ მთვრალობას და ბილწებას აქვს განუწყვეტელი კავშირი. მაშასადამე, მოერიდე, ძმაო ჩემო, სიხარბით ღვინის სმასა. არა თუ არ უნდა დასთვრე, მომეტებულიც არ უნდა დალიო. თვით ბუნება კაცისა ელტვის ანუ ეძიებს ნუგეშსა

კაცის ბუნებაში სული არის ხორცზედ უმთავრესი. მაშასადამე, სულისათვის უმეტესად უნდა იზრუნოს კაცმან. უმჯობესია მოითმინოს მან ყოველი ჭირი, და სული თვისი დაიცვას. რა სარგებელი ექმნება, რომ კაცმა ერთის წუთის ნუგეშისათვის დაღუპოს თვისი სული?. ცოდვილი კაცის თვისება სწორედ ის არის, რომ იგი ერთი წუთის კმაყოფილებისათვის თავის საუკუნო ბედნიერებას შესწირავს. იგი თავის სულს აზღვევს ერთი უბრალო სოფლის გემოვნებისათვის. ამ ცუდი ჩვეულებისაგან ვაფრთხილებს უფალი, როდესაც იტყვის: „რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა?“ კაცის ბუნებაში სული არის ხორცზედ უმთავრესი.

ვითარცა ქრისტემან განატარა ცხოვრება თვისი დიდსა შრომასა და აურაცხელსა მოღვაწეობასა შინა, ეგრეცა ჩვენც ვცდილობდეთ, რომ ცხოვრება ჩვენი განვატაროთ შრომითა, მოღვაწეობითა და მოთმინებითა. უფალი გვასწავლის ჩვენ, რომ თუ ვინმემ თავი თვისი დაზოგა შრომისა და მოღვაწეობისაგან, თუ ვინმე ამ ქვეყანაზედ დაემალა ყოველსა ღვაწლსა, ჭირსა და განსაცდელსა, და ნაცვლად შრომისა და მოღვაწეობისა, იწყო ძებნა ლხინისა და განცხრომისა, იგი წარსწყმედს სულსა თვისსა. იგი არა თუ მომავალსა საუკუნესა დაჰკრაგავს, არამედ აქაც გააფუჭებს და წარწყმედს თავის სულსა, ვინაიდან ამ ქვეყანაშიაც შრომა და მოღვაწეობა გაამტკიცებს და გაანათლებს კაცის სულსა, გარნა სიზარმაცე და განცხრომა – წაახდენს. კაცი, რომელი არ ზოგავს აქ თავის თავს, არ ემალება შრომასა და მოღვაწეობასა, არ მოეფერება თვის დაცემულ ბუნებასა, არამედ წარწყმედს, ესე იგი დასთრგუნავს, მოსპობს ხორციელსა ზრახვაას და გემოვნებასა, იგი ამით აცხონებს სულსა თვისსა. ვითარცა ქრისტემან განატარა ცხოვრება თვისი

თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის ნამდვილი ქრისტიანული მოწყალება, უმაღლესი სათნოება. როდესაც კაცი, არა თუ თვისი ქონებისა და ნაყოფისაგან ეწევა გაჭირვებულს კაცს, არამედ თვით სიცოცხლესაც აღარ ჰზოგავს მოყვასის გულისათვის, იგი აღასრულებს ჭეშმარიტად მცნებასა ქრისტიანულისა სიყვარულისასა; იგი ჰბაძავს თვით მაცხოვარსა, რომელმან თავი თვისი შესწირა ღმერთსა სახსრად ჩვენდა. თავის გამომეტება მოწყალების აღსრულებაზე, არის

როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს საქმეს, ნურც ის აზრი გაქვს მაშინ, რომ ღმერთი გარდამიხდისო, მაგიერს მომაგებსო. მართალია, ღმერთი ყოველ კაცს გადუხდის მისი კეთილი საქმისათვის; საღმრთო წერილი პირდაპირ იტყვის, რომ ვინც გლახაკს მოწყალებას მისცემს, ის ღმერთს ავასხებსო; მაცხოვარი გვეტყვის, რომ, ვინც ერთ ჭიქა გრილ წყალს დაალევინებს მწყურვალე კაცს, არ დაჰკარგავს მისს სასყიდელს. გარნა, თუ შენ მოწყალებას აღასრულებ მარტო იმ აზრით, რომ ღმერთი მაგიერს მომცემსო, და არა ღვთის და მოყვასის სიყვარულით, მაშინ შენი მოქმედება უფრო დაემსგავსება ვაჭრობას; იგი დაჰკარგავს ნამდვილ ქრისტიანულ ხასიათს, და მიიღებს სახეს და ხასიათს კათოლიკეებისას და ერთის მხრით მაჰმადიანთა, რომელნიც კეთილ საქმეს ისე ანგარიშობენ, როგორც ვაჭარი ფულის თავანს და სარგებელს. როდესაც მოწყალებას რასმეს იქმ და კეთილს

როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა მოწყალება ქრისტიანული? მოწყალება უნდა აღასრულოს კაცმა, პირველად, კეთილი და მხიარული გულით და მისწრაფებით. მეორედ, უდიდესი და უმთავრესი საქმე ის არის, რომ მოწყალება უნდა აღასრულო უანგაროდ, განღვიძებულმა მხოლოდ ერთითა კეთილის გულის გრძნობითა, მოყვასის სიყვარულითა და უმეტესად სარწმუნოებითა. არიან მრავალნი ქრისტიანეთა შორის, რომელნი აღასრულებენ მდიდრად და უხვად მოწყალებასა, ასობით და ათასობით მოახმარებენ ღარიბთა კაცთა; გარნა ამასთანავე უყვარსთ, რომ ქვეყანამ შეიტყოს, ბუკი დაუკრან მათ მოქმედებაზედ, გაზეთებში დაბეჭდონ მათი მოღვაწეობა. ვგონებ, რომ ამით მოწყალება მათი ჰკარგავს ქრისტიანულს ხასიათსა და თვისებასა. როგორ, რა სახით უნდა აღასრულოს კაცმა

ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს შეწუხებულს და გაჭირვებულს კაცს, ვინც გინდა იყოს იგი, თუ გინდ მახლობელი და მონათესავე კაცი, თუ გინდ უცხო, უცნობელი და სხვა სჯულის კაცი: ურია, გინდა თათარი. რაოდენადაც შეგიძლია და ვისდამიც შეგიძლია, ჰყავ მოწყალება. ერთი მხოლოდ გაარჩიე: ვინც უფრო გაჭირვებულია, წინა პირველად მას შეეწიე. ვის უნდა უყოს კაცმა მოწყალება? ყოველს

დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა ქრისტიანე კაცმა, და არა თუ ქრისტიანეთა, არამედ სხვათა, უცხო სჯულისა კაცთა; მაგალითებრ, მაჰმადიანთა, ურიათა დიდ სათნოებათ მიაჩნიათ მოწყალება და დიახაც სცდილობენ აღასრულონ იგი. გარნა ქრიტიანული მოწყალება დიდად განსხვავებულია მათი მოწყალებისაგან. ქრისტიანული მოწყალება არის ბუნებითი გრძნობა კეთილი კაცის გულისა, გარნა უმეტესად განღვიძებული და გაღონიერებული სარწმუნოებითა. თუ კაცს გული არა აქვს გაფუჭებული და ზნეობა დაცემული, როდესაც დაინახავს შეწუხებულს და უბედურს კაცს, თვითონაც უნებლივად შეწუხდება, მისი სული თანაუგრძნოს მოყვასის შეწუხებას და უნებლივად მოინდომებს რითიმე შეუმსუბუქოს მას მწუხარება. დიდი სათნოება არის მოწყალება. ეს იცის ყოველმა

მოყვასი უნდა შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი. თავის თავს კაცი არაოდეს არ ავნებს, ზარალს არ მისცემს, არამედ ყოველთვის ცდილობს თავის სარგებლობაზე და თავის სიკეთეზე. ამის მზგავსადვე ორნაირად უნდა აღასრულოს კაცმა მოყვასის სიყვარული. არც ერთი მცირედი ზარალი და ვნება არ უნდა მისცეს კაცს, არცა ხორციელი, არცა სულიერი, არ დააკლოს რამე, არ წაართვას, არ მოჰპაროს, არ მოატყუოს, არ აგინოს, არ დასწყევლოს, უმართლოდ არ უჩივლოს, არ აცთუნოს არცა სიტყვით, არცა საქმით. ნაცვლად ამისა ეცადოს ყოველიფერი, რაც შეუძლია, სარგებლობა ხორციელი და სულიერი მისცეს ყოველთა კაცთა, შეეწიოს მეტადრე გაჭირვებულთა, პატივი სცეს, ნუგეში სცეს, ჭკუა ასწავლოს, კეთილი სახე და მაგალითი აჩვენოს. მოყვასი უნდა შევიყვაროთ, ვითარცა თავი თვისი.

რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ უზომოდ ღმერთი? პირველად მისთვის, რომ იგი არის ერთი, ყოველიფერზე უდიდესი და უმჯობესი არსება; მაშასადამე, ღირს და სჯობს, რომ მარტო იგი გვიყვარდეს სრულითა სიყვარულითა, ხოლო სხვა ყველაფერი იმ ზომად გვიყვარდეს, რა ზომად გაგვახსოვნებს ღმერთსა და გაგვამტკიცებს ღვთის სიყვარულში. მეორედ მისთვის, რომელ ღმერთი არის საუკუნო და მარადმყოფი და შეუცვლელი, ხოლო სხვა ყოველიფერი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა იცვლება და წარმავალია. გვირჩევნია ჩვენც ჩვენი სული და გული მივანდოთ მარადმყოფსა და შეუცვლელსა. ჩვენი სული და გული განისვენებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მიენდობა საუკუნოსა ღმერთსა. მესამედ, კაცის სულსა და გულსა ისრეთი თვისება აქვს, რომ რასაც შეიყვარებს სრულითა სიყვარულითა, იმას დაემონება, მისი მსახური და მასიამოვნებელი იქნება და ცდილობს, რომ იმას დაემზგავსოს, ანუ ესრედ ვსთქვათ, იმის ფერს მიიღებს. მაშასადამე, თუ ღმერთს შეიყვარებ შენ, ძმაო, ყოვლითა გულითა შენითა, მაშინ გული შენი აღივსება ღვთის მადლითა, სახიერებითა და კეთილობითა; თუ შეიყვარებ ყოვლითა ძალითა შენითა, მაშინ ყოველნი ძალნი და ნიჭნი შენისა ბუნებისანი განცხოველდებიან და ყოველნი მათნი მოძრაობანი და საქმენი იქმნებიან მართალნი და ნაყოფიერნი. ბოლოს, თუ შეიყვარებ ღმერთსა ყოვლითა გონებითა შენითა, ყოველნი შენნი აზრნი, მოგონებანი იქნებიან აღბეჭდილნი ჭეშმარიტებითა და წრფელობითა. რისთვის უნდა გვიყვარდეს ჩვენ უზომოდ ღმერთი?

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1