ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
რაოდენ ნაკლებმნიშვნელოვანი და საძაგელიც არ უნდა იყოს ცოდვა, ჩვეულება მას ნაკლებმნიშვნელოვნად და არარაობად წარმოაჩენს.
ნუ იფიქრებ, რომ მკვლელი არა ხარ, თუ მოყვასს ცოდვისაკენ უბიძგებ, შენ ხრწნი ცდუნებულის სულს და სტაცებ მას იმას, რაც მარადიულობას ეკუთვნის.
თუ თქვენს სახლში გველები და მორიელები გაჩნდნენ, რას აღარ გააკეთებდით, რომ მათაგან გათავისუფლებულიყავით! მაგრამ სიძულვილი და მტრობა ამ ქვეწარმავალზე უარესია და, მიუხედავად ამისა, მაინც არ გსურთ მათგან გასუფთავება გულისა, რომელიც ღვ... იხილეთ სრულად
ვინც ქრისტიანებთან უთანხმოებაში ცხოვრობს, მას არ შეიძლება, ქრისტესთან ერთობა ჰქონდეს.
შეიძლება ითქვას, რომ უფალმა ჩვენვე მოგვცა საკუთარი სამსჯავრო: ჩვენზეა დამოკიდებული: ჯერ კიდევ აქ დაახლოებით განისაზღვროს სასამართლოს განაჩენი და გადაწყვეტილება ჩვენზე. როგორც მოვექცევით მოყვასს, ისევე მოგვექცევა უფალი. თუ მივუტევე... იხილეთ სრულად
არსებობს მოწყალების მრავალი სახე, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია, ღვთისაგან საკუთარი ცოდვების მიტევება მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია მტრებისათვის მიტევება.