ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები
ნეტარი ავგუსტინე - ციტატები, გამონათქვამები ნეტარი ავგუსტინე | გამონათქვამები, ციტატები
ღმერთი არის ჩვენი გულისგული და მის გარეშე ჩვენ ისევე მოუსვენრად ვართ, როგორც წყალთა გარე გამოგდებული თევზი, ანდა როგორც ჩვენი სხეულის ნაღრძობი ადგილი, რომელსაც დაუკარგავს ჩვეული მდგომარეობა.
თავისი მრავალმოთმინებისა და უსაზღვრო კაცთმოყვარეობის გამო უფალი დიდი ხნის განმავლობაში გვაფრთხილებს და გვემუქრება ხოლმე, ვიდრე ნამდვილ სასჯელს მოგვივლენდეს.
არ არსებობს სიცოცხლე, ღმერთისაგან რომ არ მომდინარეობდეს, რადგან ღმერთია უზენაესი სიცოცხლე და ყოველგვარი სიცოცხლის წყარო და შეუძლებელია იყოს ისეთი სიცოცხლე, რომელიც თავისთავად, ანუ როგორც სიცოცხლე ბოროტი იქნებოდა. ხოლო ბოროტად სიცო... იხილეთ სრულად
ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას, ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს. მან კი (ქრისტემ) გლახაკად ყოფნა ამჯობინა; იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მე... იხილეთ სრულად
სხეულს სული ანიჭებს სიცოცხლეს, სულს კი ღმერთი. მაშასადამე, ჭეშმარიტი ცხოვრებით მხოლოდ ის სული ცხოვრობს, რომელშიც სულიერად მკვიდრობს შემოქმედი ღმერთი მადლის მიერ.
გასაკვირი არ უნდა იყოს, თუკი ადამიანის სულის შესახებ, რომელიც გაცილებით აღემატება ყოველგვარ სხეულსა თუ სამშვინველს, სულ ერთია, ვისშიც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს, მე ვიტყვი, რომ იგი მშვენივრად არის მოწყობილი; ხოლო სულის ს... იხილეთ სრულად
კეთილ გზას ის ადგას და ცოდვების შენდობის იმედი შეუძლია მას ჰქონდეს, ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა.