სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ
35. ზოგი საქმე თითქოს კარგია, მაგრამ მისი განზრახვაა არაკეთილი; ზოგიერთი კი ისე აღესრულება, თითქოს ცუდია, მაგრამ შემსრულებლის განზრახვაა კეთილი. აღნიშნული მაგალითის თანახმად, ზოგიერთები არა მარტო საქმეს აკეთებენ, არამედ სიტყვასაც ... იხილეთ სრულად
34. ისინი, ვინც ქრისტეს მცნებების მოვალედ არ მიიჩნევენ თავს, საღვთო სჯულს მხოლოდ ხორციელად კითხულობენ: "არა იცოდეს რასა-იგი იტყვან, არცა ვიეთთათვის დაამტკიცებენ" (1 ტიმოთე 1.7); აი, ამიტომაც ფიქრობენ, რომ საქმეებით აღასრულებენ მას... იხილეთ სრულად
57. დაე, თითოეულმა უნებლიე მწუხარებამ გასწავლოს, გახსოვდეს ღმერთი და აღარასდროს გექნება სინანულის ნაკლებობა.
55. ცოდვილი ძნელად თუ შეინანებს გასაჭირის გარეშე, რადგანაც შეუძლებელია, ღვთის სამართალს დაემალო.
ღმერთში განზრახვის გარეშე არაფერი იფიქრო და არაფერი აკეთო, რამეთუ ამაოდ დაშვრება უგუნური მოგზაური.
გონებაში გაეხსენი მეუფეს : "რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავს, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (1 მეფეთა 16.7)
ნუ გაბედავ ფარულად ჩადენილი ცოდვის დაფარვას, რადგანაც "ყოველივე შიშუელ და ქედდადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათვის არს სიტყვაი ესე ჩვენი" (ებრ.4.13).