სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ განშორებული - ციტატები, გამონათქვამები სულიერი სწავლებანი - წმინდა მარკოზ
30. თავისუფლების კანონი ყოველგვარ ჭეშმარიტებას გვასწავლის და მრავალი საკუთარი შემეცნების მიხედვით კითხულობს მას, მაგრამ ცოტას თუ შეუცვნია ის მცნებათა აღსრულების შესაბამისად. 31. არ ეძიო მისი სრულყოფილება ადამიანურ სათნოებებში... იხილეთ სრულად
33. როცა სინდისი გვაიძულებს, მივმართოთ ღვთის ყველა მცნებას, მაშინ შევიმეცნებთ, რომ საღვთო სჯული უბიწოა და დაცულია ჩვენს კეთილ საქმეებში; მაგრამ ღვთის მოწყალების გარეშე ადამიანებს ვერ ძალუძთ მისი სრულყოფილად შესრულება
32. თავისუფლების კანონი იკითხება ჭეშმარიტი შემეცნების გზით, შეიმეცნება მცნებათა აღსრულებით და სრულდება ქრისტეს გულმოწყალებით
27. საღმრთო წერილი ამბობს: "არს სარწმუნოებაი მოსავთა მათ ძალ" (ებრ. 11.1) და მათ, ვისაც ქრისტეს შემოსვლა არ შეუცვნიათ, გამოუცდელებს უწოდებს
26. საღმრთო წერილის კითხვისას შეეცადე, ჩასწვდე მასში დაფარულ აზრს, რადგანაც ნათქვამია: "რამეთუ რავდენი-იგი წინაისწარ დაიწერა, ჩუენდა სამოძღურებლად დაიწერა" (რომ. 15.4)
24. დავითი როცა ქარმელელი ნაბალის მოკვლას განიზრახავდა და შეკავებულ იქნა განზრახვისაგან ღვთიური საზღაურის გახსენებით, ღმერთს მრავალს მადლობდა. ჩვენ ისიც ვიცით, რა გააკეთა მან, როცა ღმერთი დაივიწყა და არ შეჩერებულა, სანამ წინასწარმ... იხილეთ სრულად
28. როგორც სიტყვითა და საქმით მჟღავნდება აზრი, ასევე გულის მოძრაობით - ღვთის მომავალი საზღაური