სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება (ებრ. 11, 6) და გონებით ვერ ჩავწვდებით, განა გონებით შეიძლება ჩავწვდეთ იმას, თუ რა არის იგი? თუკი ის, რომ ღმერთი არსებობს, რწმენით მიიღება

საკვების არსებობის ყველაზე მარტივი მტკიცებულება ყველა ცოცხალ არსებაში შიმშილის გრძნობაა: ასევე ყველაზე ძლიერი მტკიცებულება ღვთის არსებობისა არის ყველა კეთილი გულის მისწრაფება ღვთისადმი საკვების არსებობის ყველაზე მარტივი

ღმერთი არის ჩვენი ცენტრი, და მის გარეშე ნაკლებად მშვიდად ვართ, როგორც თევზი - წყლის გარეშე, როგორც სხეულიდან ამოგლეჯილი ნაწილი თავისი ადგილის გარეშე. ღმერთი არის ჩვენი ცენტრი, და მის გარეშე

ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში შეუძლია, ჰპოვოს მან დამშვიდება და ნეტარება ჩვენი სული ღვთისგანაა და მხოლოდ ღმერთში

სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი - ღმერთი. შესაბამისად, ჭეშმარიტად ცოცხლობს მხოლოდ ის სული, რომელშიც მადლის მეშვეობით სულიერად უფალი დაივანებს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს კი -

როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული კვდება ღმერთთან ერთობის გარეშე როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, ასევე სული

დააკვირდით მზესუმზირას: რა იზიდავს მას მზისკენ იმგვარად, რომ ყოველთვის იმ მიმართულებით იხრება, საითაც მზეა? - მზეშია მცენარის სიცოცხლე. როდესაც მზესუმზირა მზეს არ უცქერს, ეს იმის ნიშანია, რომ მისი ფესვები ჭიებმა გამოხრეს და მცენარე ჭკნება. შეხედეთ აალებულ ცეცხლს. რატომაა, რომ იგი ყოველთვის ზევით მიისწრაფის? ეს იმიტომ ხდება, რომ მისი სტიქია მიწაზე მაღლაა. როცა ალი ზეცისკენ არ მიისწრაფის, ეს ნიშანია იმისა, რომ ცეცხლს კვება აკლია და იგი ქრება. ასევე ქრისტიანისთვის ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, რომლის შესახებ იესო ქრისტე საუბრობს (ლკ. 12, 49) და რომელიც მასში ყოველთვის ცისკენ უნდა მიისწრაფოდეს და თავისთან ერთად მასაც მიწიერიდან უფლისაკენ მიმართავდეს, არის ჭეშმარიტი ნიშანი სულიერი ცხოვრებისა; სადაც ეს ცეცხლი ჩაქრა, იქ არც ასეთი ცხოვრებაა დააკვირდით მზესუმზირას: რა იზიდავს მას

ღმერთი - აი ჩვენი სულის პირველი და უკანასკნელი სიკეთე ღმერთი - აი ჩვენი სულის პირველი და

რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც პატივი, არც სიმდიდრე, არც ტალანტი, არც ცოდნა ჩვენს გულს არ აკმაყოფილებს? რას ნიშნავს, რომ ჩვენ მიწიერი ბედნიერებით მოცულნი მოწყენილნი ვართ და სულის სიცარიელეს ვგრძნობთ? - ეს გულის გამომჟღავნებული ძახილია, რომელიც გვეუბნება: ადამიანო, ნუ ეძებ კმაყოფილებას დედამიწაზე, - ამ ამაო და ხრწნად არსებობაში, შენი ნეტარება მხოლოდ ღმერთთანაა! მისკენ მიმართე ყველა შენი სურვილი, მასში ეძიე მუდმივი ნეტარება და სიმშვიდე რას ნიშნავს, რომ არანაირი მიწიერი ნივთი, არც

ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ ვერ მიაგნეს საგანს, რომელიც ყოველმხრივ მოიცავდა და სრულებით განაძღობდა მათ. ასეთი საგანი მხოლოდ ღმერთია: ღმერთი და მისი სიმართლის გზები. დაუთმეთ მას თქვენი შრომა, დრო და ყურადღება და თქვენ არ მოიწყენთ: პირიქით, იქნებით - როგორც სამოთხეში, იმიტომ, რომ ვერაფერი შეედრება ღვთივაზრივნების და დიდებისმეტყველების სიხარულს. წმიდა მამებმა, რომლებმაც განიცადეს ეს, მთელ დროს მას უძღვნიდნენ: სწორედ ამავე საფუძველზე წმიდა ეკლესიამ გვიანდერძა, რომ დღეში რამდენჯერმე შევიკრიბოთ სალოცავად. ზოგიერთები რატომ მოიწყენენ? ეს იმიტომ, რომ

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2