ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები
ცილისწამება - ციტატები, გამონათქვამები ცილისწამება, გამონათქვამები, ციტატები
დემონი ცილისმწამებელია, რამეთუ ღმერთს ცილს სწამებს, როცა სულს ურწმუნობით გმირავს; ის ჩვენს ახლობლებს სწამებს ცილს და ჩვენს ურთიერთსიყვარულს ანგრევს. ის ჩვენც ცილს გვწამებს ადამიანთა მეშვეობით, რითაც გულს გვიქვავებს და გონებას ბორო... იხილეთ სრულად
არა ცილი სწამო (ლუკ. 18, 20; იხ. გამოსვლ. 20, 16) - მცნება უფლისა, რომელიც ჩაწერილია ორივე - ძველსა და ახალ აღთქმაში. ხუმრობა არ არის მისცე ცრუ ჩვენება უფლისა და მისი ანგელოზების წინაშე. ხუმრობა არ არის ქუდმოხდილი წარსდგე ჯვრისა დ... იხილეთ სრულად
ყველა, ვინც შეურაცხგვყოფს, გვლანძღავს და ცილს გვწამებს ჩვენი ძმაა, ბოროტმოქმედის, სატანის ხელში ჩავარდნილი ძმა. თუ ეს ძმა შეგხვდა, იგლოვე, ცრემლი დაღვარე მისთვის, თან უფალს შესთხოვე, გიშველოს ამ განსაცდელში და მიუტევოს ჩვენს ძმას... იხილეთ სრულად
ნუ დაეთანხმები ცილისმწამებელს, ნუ გაერთობი მისი ავი სიტყვით; მაგრამ ნურც სიძულვილის განცდა გექნება იმის მიმართ, ვინც მოყვასს განიკითხავს.
უფრთხილდი ცილისმწამებელს, როგორც უფრთხილდები ჭირის წყლულით დაავადებულ ადამიანს, რათა თვითონაც არ დაავადდე და არ დაიღუპო.
ცილისმწამებელსა და მის მსმენელს - ორივეს ეშმაკი ჰყავს - ერთს ენაზე და მეორეს - ყურებში.
ცილისმწამებლებს და მაშ შორის, ვინც მათ სიამოვნებით უსმენს, ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორც დამნაშავესა და მის თანამზრახველებს შორის.
ხუმრობით დანით მიყენებული ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ის, მტერი რომ განზრახ დაგაწყლულებს, - ამგვარადვე, მოყვასის ღირსება, რომლის შესახებაც რაიმე მცდარი, ხუმრობით ნათქვამი სიტყვის გამო ბოროტი ხმები ვრცელდება, არანაკლებ ილა... იხილეთ სრულად
ძმაზე, რომელიც იმწუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს
მძიმეა მოყვასის განკითხვის ცოდვა და განსაკუთრებით ამ ცოდვის უმაღლესი სახე - ცილისწამება მოყვასის მიმართ. მაგრამ განა ყველაზე ხშირად ამ ცოდვაში არ ვვარდებით? ქრისტიანული სიყვარულის მოვალეობა მოითხოვს, რომ მოყვასის თვალნათლივი ცოდვა... იხილეთ სრულად