ღვთის ხსოვნას თავად ღმერთი შეასისხლხორცებს სულთან, მაგრამ ამისთვის თავის იძულებადა შრომაა საჭირო. იშრომეთ და ყოველმხირ აიძულეთ თავ, მუდამ გახსოვდეთ ღმერთი. ღმერთი დაინახავს თქვენს გულმოდგინებას და მოგცემთ ღვთის გამუდმებული ხსოვნის...
იხილეთ სრულად
ღვთის ხსოვნას თავად ღმერთი შეასისხლხორცებს სულთან, მაგრამ ამისთვის თავის იძულებადა შრომაა საჭირო. იშრომეთ და ყოველმხირ აიძულეთ თავ, მუდამ გახსოვდეთ ღმერთი. ღმერთი დაინახავს თქვენს გულმოდგინებას და მოგცემთ ღვთის გამუდმებული ხსოვნის უნარს.
link
როდესაც ღვთის ხსოვნა ძვალ-რბილში გაგიჯდებათ, მაშინ ქრისტეც ჩასახლდება თქვენში და ეს ერთდროულად მოხდება.
აჰა, ნიშანი, რომლის მიხედვითაც დარწმუნდებით, რომ ამ საკვირველმა საქმემ თქვენში აღსრულება დაიწყო, ესაა საგრძნობლად თბილი...
იხილეთ სრულად
როდესაც ღვთის ხსოვნა ძვალ-რბილში გაგიჯდებათ, მაშინ ქრისტეც ჩასახლდება თქვენში და ეს ერთდროულად მოხდება.
აჰა, ნიშანი, რომლის მიხედვითაც დარწმუნდებით, რომ ამ საკვირველმა საქმემ თქვენში აღსრულება დაიწყო, ესაა საგრძნობლად თბილი გრძნობა უფლისადმი. თუ შეასრულებთ ყოველივე ზემოაღწერილს, მაშინ ასეთი გრძნობა თქვენშI მალე წარმოჩნდება, თანდათან გახშირდება, ხოლო შემდგომ უწყვეტიც გახდება. ეს გრძნობა ტკბილია და ნეტარი; მისი გაჩენისთანავე გვეუფლება სურვილი, რომ...
link
რაც უფრო მეტად განმტკიცდებით ღვთის ხსოვნაში ან გონებით გულში ღვთის წინაშე დგომაში, მით უფრო დაგიწყნარდებათ აზრები და ნაკლებს იხეტიალებთ. შინაგანი მოწესრიგება და ლოცვაში წარმატება ერთდროულად ხდება.
გაიხსენეთ, წერილებში სულ თა...
იხილეთ სრულად
რაც უფრო მეტად განმტკიცდებით ღვთის ხსოვნაში ან გონებით გულში ღვთის წინაშე დგომაში, მით უფრო დაგიწყნარდებათ აზრები და ნაკლებს იხეტიალებთ. შინაგანი მოწესრიგება და ლოცვაში წარმატება ერთდროულად ხდება.
გაიხსენეთ, წერილებში სულ თავიდანვე იყო საუბარი სულის შესახებ. გახსოვთ, როგორ ხდება მისი არდგენა თავის უფლებებში. როცა ის აღდგება, მაშინ დაიწყება სულისა და სხეულის სასიცოცხლო გარდაქმნა და გარეგანი ურთიერთობების გამოსწორება, ხოლო თქვენგან ახალი ადამიანი ჩ...
link
ღმერთი ყველგანაა და ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ ახლოსაა და ჩვენშია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ყოველთვის მასთან, არ გაგვაჩნია მისი ხსოვნა და ამის გამო თავს უფლებას ვაძლევთ და ბევრ ისეთ რამეს ჩავდივართ, რასაც არ ვიკადრებდით, ღვთის შიში რო...
იხილეთ სრულად
ღმერთი ყველგანაა და ყოველთვის ჩვენთანაა, ჩვენ ახლოსაა და ჩვენშია, მაგრამ ჩვენ არა ვართ ყოველთვის მასთან, არ გაგვაჩნია მისი ხსოვნა და ამის გამო თავს უფლებას ვაძლევთ და ბევრ ისეთ რამეს ჩავდივართ, რასაც არ ვიკადრებდით, ღვთის შიში რომ გვქონდეს. იღვაწეთ, მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას! კანონად დაიწესეთ, გონებით გულში ყოველთვის ღმერთთან იყავით. აზრებს არ მისცეთ ხეტიალის საშუალება, როგორც კი გაიბნევიან, მაშინვე დააბრუნეთ, აიძულეთ, ისხდნენ სახლში და გულის აუნჯე...
link
ხშირად შეგახსენებდი, ჩემო კეთილო დაო, ღვთის ხსოვნის შესახებ, ახლაც გიმეორებ; თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა...
იხილეთ სრულად
ხშირად შეგახსენებდი, ჩემო კეთილო დაო, ღვთის ხსოვნის შესახებ, ახლაც გიმეორებ; თუ არ იშრომებ და ოფლს არ დაღვრი, რათა ამ გზით აღიბეჭდოს შენს გულსა და გონებაში ღვთის შიში, ამაოა შენი მდუმარება, ამაოა შენი გალობა, ამაოა მარხვა და ამაოა მღვიძარება. ერთი სიტყვით, მონაზვნის მთელი შრომა არაფრად ღირს ღვთის ხსოვნის გარეშე. ეს არის ღვთივსათნო მდუმარების თავი და ბოლო. ეს ყოვლისმომცველი სახელი მდუმარების სულია. მის ხსოვნაშია სიხარული და მხიარულება, ცოდვების და...
link
გონივრულად შესრულებული ხშირი, მხურვალე ლოცვები გვავიწყებს წარსულ საქმეებს. სულის განათლება ღვთის ხსოვნით და შემუსვრილი გულით ანადგურებს უკეთურ ხსოვნებს.
სულისწმიდით გაბრძნობილი ჩვენი სახელოვანი წინამძღვრები და დამრიგებლები, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, მათ, ვისაც სურს ღვთივსათნო მდუმარების აპარეზს შეუდგეს, თავი ღმერთს მიუძღვნას და ამ სოფლისგან განშორებული გონებით მდუმარებაში იმოფე...
იხილეთ სრულად
სულისწმიდით გაბრძნობილი ჩვენი სახელოვანი წინამძღვრები და დამრიგებლები, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, მათ, ვისაც სურს ღვთივსათნო მდუმარების აპარეზს შეუდგეს, თავი ღმერთს მიუძღვნას და ამ სოფლისგან განშორებული გონებით მდუმარებაში იმოფებოდეს. გვასწავლიან, რომ ყოველგვარ საქმესა და საფიქრალზე მეტად ღვთისადმი ვლოცულობდეთ და უეჭველი სასოებით მისგან ვითხოვდეთ წყალობას, განუწყვეტელ საქმიანობად მიგვაჩნდეს და ვცდილობდეთ უფლის, ყოვლადწმიდა და უტკბილესი სახელის ...
link
შესაძლოა, გარეგნულ მორჩილებას შინაგანი არ ახლდეს, და შენი ცხოვრებაც სულიერების გარეშე მიმდინარეობდეს. როგორ ავარიდოთ თავი ამას? ყოველგვარ საქმეში უნდა მონაწილეობდეს ღვთისმოშიში გული. იგი მუდმივად ღმერთზე ფიქრით უნდა იყოს მოცული. ...
იხილეთ სრულად
შესაძლოა, გარეგნულ მორჩილებას შინაგანი არ ახლდეს, და შენი ცხოვრებაც სულიერების გარეშე მიმდინარეობდეს. როგორ ავარიდოთ თავი ამას? ყოველგვარ საქმეში უნდა მონაწილეობდეს ღვთისმოშიში გული. იგი მუდმივად ღმერთზე ფიქრით უნდა იყოს მოცული. ღმერთზე ფიქრი კარია, რომლის გავლითაც სულმა სამოღვაწეო ცხოვრებაში უნდა შეაბიჯოს. მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ მუდმივად ღმერთზე ან მასთან თანამყოფობაზე ფიქრისკენ ("უფალი მოიძიეთ... მოიძიეთ პირი მისი..."). აი, სად დგას ფ...
link
როცა გვახსოვს ღმერთი და გულში შიში გვაქვს, ყველაფერი კეთილად აღეშენება, მაგრამ, როცა ის სუსტდება, ან მხოლოდ თავში იკავებს ადგილს, მაშინ ყველაფერი თავდაყირა დგება.
ძმაო ერისკაცო, ღმერთის საქმის მოქმედი მარტო საყდარში კი არ უნდა იყო, არამედ ყველგან და ყოველთვის. ღმერთის სიტყვა და მცნება მოკლედ და ვიწროდ არ უნდა გვესმოდეს, ვრცელ არს ცნება შენი ფრიად და მონამან შენმან შეიყვარა იგი.