სულისწმიდით გაბრძნობილი ჩვენი სახელოვანი წინამძღვრები და დამრიგებლები, ჩვენ ყველას და პირველ რიგში,

სულისწმიდით გაბრძნობილი ჩვენი სახელოვანი წინამძღვრები და დამრიგებლები, ჩვენ ყველას და პირველ რიგში, მათ, ვისაც სურს ღვთივსათნო მდუმარების აპარეზს შეუდგეს, თავი ღმერთს მიუძღვნას და ამ სოფლისგან განშორებული გონებით მდუმარებაში იმოფებოდეს. გვასწავლიან, რომ ყოველგვარ საქმესა და საფიქრალზე მეტად ღვთისადმი ვლოცულობდეთ და უეჭველი სასოებით მისგან ვითხოვდეთ წყალობას, განუწყვეტელ საქმიანობად მიგვაჩნდეს და ვცდილობდეთ უფლის, ყოვლადწმიდა და უტკბილესი სახელის მოხმობას, ყოველთვის ვატარებდეთ მას გონებით, გულით, ბაგებით და ყველანაირად ვაიძულებდეთ თავს მასში და მისით ვსუნთქავდეთ, ვცხოვრობდეთ, ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ, დავდიოდეთ, ვჭამდეთ, ვსვამდეთ და საერთოდ, ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, ასე ვაკეთებდეთ, რადგან ღვთის ასეთი ხსოვნის გარეშე, ჩვენში ყოველგვარი ბოროტი ვნება იყრის თავს და ადგილს არ უტოვებს რაიმეს სულისათვის სასიკეთოს, მისი მეშვეობით კი ყოველივე წინა აღმდგარი ვნება იდევნება, სიკეთე გვენიჭება და ყოველივეს აღსრულება შესაძლებელი ხდება, როგორც თავად უფალი იესო გვეუბნება: "რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალ გიც ყოფად არც ერთი" (იოანე 15, 5).
 
თემატური კითხვები
0