აღსარება - ციტატები, გამონათქვამები
აღსარება - ციტატები, გამონათქვამები აღსარება, გამონათქვამები, ციტატები
ადამიანს, რომელსაც მონაზვნობა სურს, ეშმაკი მრავალ დაბრკოლებას შეუქმნის, რომ მონაზონი არ გახდეს. ბოროტს მისი ერში დატოვება უნდა, რათა ცოდვაში უფრო იოლად ჩაითრიოს. ამიტომ, ჩემო გოგონა, ეშმაკის ხრიკები გაითვალისწინე, ბრძნულად მოიქეცი... იხილეთ სრულად
ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.
მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტევა. ძველი გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს.
აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა... იხილეთ სრულად