ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრ...
იხილეთ სრულად
ნაყროვანება და უზომო ჭამა-სმა როგორც ზეთი და ნაცარი, ისე აღანთებს ვნებათა ცეცხლს; სწორედ ის იქცა ადამის დაცემის, ესავის წარწყმედის, ისრაელიანთა მარცხის, ნოეს განშიშვლების, გომორის მოსპობის, ლოთის სისხლის აღრევის და ილი მღვდელმთავრის ვაჟების სიკვდილის მიზეზად. მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე არასოდეს ერწმუნო მიწისაგან მოღებულ შენს ხორცთა ღაღადს. ნუ იქნები მხოლოდ საზრდელში თავშეკავების იმედად, რაც სხეულის აგებულების თავისებურებით არის გამოწვეული; ნუ ...
ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღრეოს დღესასწაულის საბაბით). კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს.
საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას...
იხილეთ სრულად
საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი გონებას. ამის შემდეგ, ეს სულის თვალნი - გული და გონება ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან; სნეულ მხედველობას მიწიერი ცხოვრება დაუსრულებლად ეჩვენება. შეხედულებათა და შეგრძნებათა შესაბამისდ წარიმართება მიწიერი მოგზაურობა და ბედკრული, დაბრმავებული მოგზაური განგდებულ გველთან ერთად მუცელზე ხოხავს და მიწასა ჭამს მისი მიწიერი ცხოვრებ...
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება...
იხილეთ სრულად
სინანულიცა ძმანო და სინანულიც. არის სინანული საკუთარი ნებით, ე.ი. შეგნებული და არის სინანული უნებლიე, შეუგნებელი. უნებლიე სინანულია, როცა მაგალითად, კაცი მხნეობისას ფეხებს არ ასვენებდა უწესო საქმეებისაგან და შემდეგ, როცა უძლურდება და ფეხები უმძიმდება, ვეღარ ახერხებს ბოროტ საქმეთათვის მოძრაობას; ხელი არ ცხრებოდა შფოთისა და ბრძოლებისაგან და შემდეგ უძლურებაში აღარ ძალუძს მოქმედება მათი; თვალები მისი დავსებული იყო შურისაგან, ახლა კი, როცა სინათლე წაე...
სინანულიც ხშირად არასწორად, მცდარად გვესმის. ზოგს სინანული მარტო ცოდვების აღიარება ჰგონია. ეს აღიარებაა და არა სინანული. თუ აღსარებას სინანული არ ახლავს, ცოდვების აღიარებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის მომცემია.