ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ცოდვებს მართლმადიდებელი მღვდლის წინაშე, მისი ლოცვით მიიღებს განხსნას, შნდობას, სრულ მიტევებას.
სწორედ ესაა სინანულის საიდუმლოს არსი. ამ საიდუმლოს შესასრულებლად მ...
იხილეთ სრულად
ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც გულწრფელად აღიარებს ცოდვებს მართლმადიდებელი მღვდლის წინაშე, მისი ლოცვით მიიღებს განხსნას, შნდობას, სრულ მიტევებას.
სწორედ ესაა სინანულის საიდუმლოს არსი. ამ საიდუმლოს შესასრულებლად მონანულის მხრივ აუცილებელია გულწრფელი სინანული, ცოდვების აღიარება, მათი დატევებისა და აღარ განმეორების სურვილი, რწმენა, რომ აღსარების საიდუმლოს შესწევს ძალა მღვდლის ლოცვით განწმიდოს და განასპეტაკოს ცოდვების გულწრფელად აღმსარებე...
"შეინანეთ", ითქვა! ეს ხმა საყოველთაო ხმა არის, იმიტომ, რომ საერთოდ ყველას სწორედ გვეჭირება სინანული საკუთრად თავთავისის საზომითა, ნახან რომ ითქვა სულისაგან: "დაღათუ იყოსო ცხოვრება კაცისა, მაგრამ არა წმინდავე არისო". თურმე თან წარუ...
იხილეთ სრულად
"შეინანეთ", ითქვა! ეს ხმა საყოველთაო ხმა არის, იმიტომ, რომ საერთოდ ყველას სწორედ გვეჭირება სინანული საკუთრად თავთავისის საზომითა, ნახან რომ ითქვა სულისაგან: "დაღათუ იყოსო ცხოვრება კაცისა, მაგრამ არა წმინდავე არისო". თურმე თან წარუხდომელად საჭიროებად თავს გვაძევს სინანული ყველასა და ამისათვის ქრისტემანა პირველივე თავისის ქადაგების დაწყებაშიგაც ამისთვის დაიწყო დასაბამათა: "შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".
ყოველი ცთომა კაცთა ცოდვად...
შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა ჯერ არს. უკეთუ ჯეჯილი პირველ აღმოიფხვრას, ყანა თავწარსხმული მოიჭამა წველმან ჩალამან, სადაღა ქმნან ნაყოფი კეთილი? ეგრეთვე უკეთუ სიჭ...
იხილეთ სრულად
შეინანეთ, შეინანეთ! და თქვენ ნუ ადროებთ სინანულად, რათა არა ურგებ გექმნესთ, რამეთუ სინანული ჭაბუკთა ჯერ არს. უკეთუ ჯეჯილი პირველ აღმოიფხვრას, ყანა თავწარსხმული მოიჭამა წველმან ჩალამან, სადაღა ქმნან ნაყოფი კეთილი? ეგრეთვე უკეთუ სიჭაბუკე ცოდვასა შინა დაბერდა, სადაღა იქმნეს სინანული? ცოდვილსა ნებავს ჟამსა სიჭაბუკისასა ცოდვა და ჟამსა სიბერისასა სინანული. მცონარსა მუშაკსა ნებავს ჟამსა მკისასა განსვენება და ჩრდილთა შინა ყოფა და სიმაძღრე ჟამსა გაზაფხული...
ვინც მეცა ღმერთის ნებას, მისთვის ადვილია ცხოვრება იმიტომ, რომ ავადმყოფობაშიც, საფრთხეშიც, დევნაშიც, იგი ფიქრობს: "ღმერთს ასე სურს და მე ჩემი ცოდვებისათვის უნდა დავითმინო".
ვინც მოწეულ მწუხარებას წინააღუდგება, მან თავადაც არ იცის, რომ ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; ხოლო ვინც ჭეშმარიტი ცოდნით ღებულობს, საღმრთო წერილის თანახმად, ის ღმერთს დაითმენს.
ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, ეს კი თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, ესევითარს ღმერთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა...
იხილეთ სრულად
ვინც ყოველივეში ღმერთის ნებას დაემორჩილება, ეს კი თაფლის გოლეულზე უტკბილესია ადამიანის სულისათვის და ყოველგვარი სიხარულით აღავსებს მას, ესევითარს ღმერთის ნება თვით შეეწევა და ყველა საქმეში განამტკიცებს, მოჰმადლის საკვირველ საქმეთა აღსრულების ძალას და ყოველ სავალ გზასაც განუმზადებს, რადგან ასეთი ადამიანი დიდად სათნოეყოფა ღმერთს. მაშინ მტერთაგანაც ვერავინ შეძლებს წინააღუდგეს და დააბრკოლოს ღმერთის ნების კვალობაზე მავალი კაცი.