კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხო...
იხილეთ სრულად
კარგია ყოველთვის და ყველაფერში ეძებო ღმრთისაგან რა და როგორ გააკეთო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეულ შემთხვევებში ეძებო ღმერთის ნების შეცნობა და გზები მის განსახორციელებლად. ღმერთის ნების ძიება არის მთავარი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, რამეთუ ამ გზაზე დამდგარი ადამიანი ერთვება მარადიულ ღვთიურ ცხოვრებაში.
შეცნობა ღვთის ნებისა სხვადასხვა გზებით ხდება. ერთი ასეთი გზა არის - სიტყვა ღვისა, მცნებანი ქრისტესი, მაგრამ სახარების მცნებებში, მიუხედავად მ...
შეცოდებით დაშორდა კაცი ღმერთს და ამით იგი დაშორდა ჭეშმარიტ სიხარლსა და შვებას. ადამიანმა შეცოდებით დაჰკარგა უფალი - მოწყალე მამა და მასთან ერთად დაჰკარგა ბედნიერება; მაგრამ ისევ უფლსავე კაცთმოყვარებით, ადამიანში გაჩნდა გრძნობა წუხ...
იხილეთ სრულად
შეცოდებით დაშორდა კაცი ღმერთს და ამით იგი დაშორდა ჭეშმარიტ სიხარლსა და შვებას. ადამიანმა შეცოდებით დაჰკარგა უფალი - მოწყალე მამა და მასთან ერთად დაჰკარგა ბედნიერება; მაგრამ ისევ უფლსავე კაცთმოყვარებით, ადამიანში გაჩნდა გრძნობა წუხილისა და სინანულისა, უძვირფასესისა და სანატრელის დაკარგვით გამოწვეული: ადამიანში იშვა სურვილი განახლებისა, განწმენდისა, ღმერთთან შერიგებისა და ამით დაკარგულის დაბრუნებისა. პირველმა ადამიანა სინანული ცრემლითა და უმეტესად ...
ჩვენ არაერთხელ გვიცდია პასუხი გაგვეცა შეკითხვაზე - რა არის სინანული? ისიც გვითქვამს, რომ სინანული შემოქმედებაა, და რომ მონანული ადამიანი მოქანდაკეა საკუთარი სულისა, რადგან თავისი სინანულით იგი ზედმეტ ნაწილებს აცილებს საკუთარ სულს ...
იხილეთ სრულად
ჩვენ არაერთხელ გვიცდია პასუხი გაგვეცა შეკითხვაზე - რა არის სინანული? ისიც გვითქვამს, რომ სინანული შემოქმედებაა, და რომ მონანული ადამიანი მოქანდაკეა საკუთარი სულისა, რადგან თავისი სინანულით იგი ზედმეტ ნაწილებს აცილებს საკუთარ სულს და იმგვარად გამოაქანდაკებს, რომ იქ უკვე შესაძლებელი ხდება უფლის დატევნა. სინანული იქ აღმოცენდება, სადაც ფაქიზი სულია. ღვთის სიყვარულთან ერთად, სინანულს გამოზრდის ადამიანისადმი სიყვარული და განცდა იმისა, თუ რას გრძნობს შე...
ჰოი, საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან. შენ ვინა უწყი დაბერება შენი?! და უკეთუ ეგე ეგრეთ იყოს და დაბერდეცა, სადა არს ჟამსა სიბერისასა სინანული/. სიყრმე შენი და სიჭაბუკე შენ...
იხილეთ სრულად
ჰოი, საწყალობელო, ჟამსა სიბერისასა გნებავს სინანული და არა გიხილავს, ყრმანიცა ჩჩვილნი მოკვდებიან. შენ ვინა უწყი დაბერება შენი?! და უკეთუ ეგე ეგრეთ იყოს და დაბერდეცა, სადა არს ჟამსა სიბერისასა სინანული/. სიყრმე შენი და სიჭაბუკე შენი და სიმხნე და ძლიერება შენი ცოდვასა შინა აღასრულე და, ოდეს დაბერდე და ძრწი, მაშინ მოხვალა სინანულად? წეღანვე გარქვ: უკეთუ არა ინანოთ ნებსით, შემდგომად უნებლიეთ მოგანანიონ და ურგებ გექმნესცა.
ესე არს უნებლიეთ მონანება: რ...
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშ...
იხილეთ სრულად
თუ ღმერთი არ შეეწია კაცს და სინანულს კარი არ გაუღო, იგი ღმერთს ჯეროვან სინანულს ვერ მიართმევს. ჭეშმარიტი წმიდა სინანული დიდ ძალას მოითხოვს, ერთობ მძიმე და ძნელი სულიერი მოქმედებაა. მისი მოპოვება თითქმის მთელი სჯულის შესრულებას ნიშნავს
როგორადაც ყოველი სხვა ნიჭი და მადლი კაცთა ზედა ღმრთისაგან გადმოდის, მსგავსადვე და უმეტესად, ყოველთა უდიდესი ეს ნიჭი და მადლი სინანულისა იმავე წყაროსაგან მომდინარეობს და მიეცემა კაცს.
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინე...
იხილეთ სრულად
სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებული და ესე არს მადლი, სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულისა-კურნებად, შებღალულისა განწმენდად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვის შეგინებულის უძღების შვილისა ანგელოზთა დარად ამაღლებად.