ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრ...
იხილეთ სრულად
ჩვენს რწმენაში უნდა იყოს ღვთისმოსაობა. ღვთისმოსაური ღვაწლი აქედან იწყება. რაც მეტად ღვთისმოსაურად მოღვაწეობს ადამიანი, მით უფრო უმრავლდება რწმენა და სიყვარული. ღვთისმოსაურ ღვაწლში ადამიანს მეტად ეხმარება ღვთის კეთილ საქმეებზე ფიქრი. თუ ღმერთი სწამს, ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, არსებობს სამოთხე, თუ არა. ის იმიტომ მოღვაწეობს, რომ სწამს ღმერთი და უყვარს იგი. ღვთისმოსაობის გარეშე ადამიანი იწყებს ფიქრს: "რატომ უნდა ვიმოღვაწეო? ისიც საკითხავია, არსებობს...
სადამდის გულისთქმის ტბაში არის კაცი, მანამდის მეძავის სახე შუენიერად ჰსჩანს, და იქედამ რომ აღმოვა, მაშინ კი უშუერად იხილავს. საყვარელნო! მყრალი და დამპალი უშუერი არის, - ეს ცხადი არის. მაშ, შენ რომ შუენიერად ხედავ სიძვაში, მაგას დ...
იხილეთ სრულად
სადამდის გულისთქმის ტბაში არის კაცი, მანამდის მეძავის სახე შუენიერად ჰსჩანს, და იქედამ რომ აღმოვა, მაშინ კი უშუერად იხილავს. საყვარელნო! მყრალი და დამპალი უშუერი არის, - ეს ცხადი არის. მაშ, შენ რომ შუენიერად ხედავ სიძვაში, მაგას დავით წინასწამეტყველი უშუერად აღმოაჩენს და იტყვის: "შეჰყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა".
ღმერთი ქალწულთ დიდ ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი ა...
იხილეთ სრულად
ღმერთი ქალწულთ დიდ ნიჭს მისცემს და უნანელთა მეძავთა - დიდს სასჯელს. ქალწულთ ეს ნიჭი აქუს: პირველად ეს, რომ ღვთისა მიმართ სასურველი ძღვენი არის, ვითარცა დავით იტყვის: "მიერთვნენ მეუფესა ქალწულნი"; მეორედ ესე, ქრისტეს დედა ხმობილი არის, ვითარცა იტყვის ღვთის-მეტყველი გრიგოლი: "დედანო! ქალწულ-იყვენით, რათა დედა იქმნეთ ქრისტესა". აწ მეძავთა და მემრუშეთა სასჯელი ვსთუათ. მეძაობისათვის ნოეს ჟამსა ქუეყანა წყლივ რღვნისაგან აღიხოცა, დიდ-დიდი ქალაქი სოდომი დ...
წმიდა პეტრე მტკიცედ მიაბიჯებდა ზღვის ტალღებზე, ვიდრე მხოლოდ იესო ქრისტეს უცქერდა. მაგრამ ჩაძირვა დაიწყო, როგორც კი ქარიშხალსა და აზვირთებულ ტალღებზე გაიფიქრა და ღმერთკაცისადმი რწმენაში შესუსტება იწყო.
თ. 14, 29-31
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ...
იხილეთ სრულად
წმინდა მსახურებას თავისი თავგანწირულობით, რომელიც შედეგია უფლის დიდი რწმენისა და სიყვარულისა, ადამიანისათვის სიხარული მოაქვს. მას უხარია, რომ ცოცხალია და მისი გული ანთებულია და ადიდებს თავის კეთილისმყოფელ უფალს და ისიც უხარია, რომ მოკვდება და ისევ ღმერთს მიაშურებს, და იქაც გააგრძელებს მის ქება-დიდებას.
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანოთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო და მოხდე...
იხილეთ სრულად
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შეძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანოთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო და მოხდება ასე.
და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
თ. 21
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელმაც თუმცა სცოდა, მაგრამ მონანიების შედეგად სრულიად განიწმინდა. რადგან ცოდვისათვის სრულიად თავის არიდება არავის შეუძლია, გარდა იმ ჩვილებისა, რომელთაც მიიღეს რა ნათლისღების მადლი, მანამდე გარდაიცვალნენ, ვიდრე ცოდვასა და მადლს შეიცნობდნენ; ამიტომ რჩეული, ანუ ცხონებული ის იქნება, ვინც თავს ცოდვებისაგან სინანულით განიწმენდს. ჭეშმარიტი მონანული კი ისაა, ვინც ღრმად შეიგნო თავისი ცოდვა, გულითა და სულით შეწუხდა და შეიძულა იგი. ჭეშმარიტ მონანულს...
სამყარო თვისობრივად განსხვავდება ღმერთისაგან, იგი მისი არსების არც ნაწილია, არც ემანაცია და არც სხეული.
link
სამყარო მუდმივად არ არსებობდა, იგი დროში წარმოიქმნა;
სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
სამყარ...
იხილეთ სრულად
სამყარო მუდმივად არ არსებობდა, იგი დროში წარმოიქმნა;
სამყარო თავისით არ შექმნილა, იგი ამას ღვთის ნებას უნდა უმადლოდეს;
სამყარო მყისიერად არ წარმოშობილა, იგი თანდათანობით იქმნებოდა უმარტივესიდან რთულისაკენ;
სამყარო აუცილებლობით არ შექმნილა, იგი საღვთო, თავისუფალი ნების ნაყოფია;
სამყარო შეიქმნა ღვთის სიტყვით და ცხოველმყოფელი სულის მონაწილეობით.