სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქმნებოდა ჩვენზე აღმატებული არება.
...
იხილეთ სრულად
სამყარო რომ საღვთო არსიდან ემანაციით ყოფილიყო შობილი, იგი თავად იქნებოდა საღვთო ღირსების მქონე. სამყარო რომ ღმერთი იყოს, ჩვენც ღვთაებები ვიქნებოდით მასში და ღმერთიც აღარ გვეყოლებოდა - აღარ იქმნებოდა ჩვენზე აღმატებული არება.
მაგრამ სამყაროს დასაბამი აქვს, ის დროშია შექმნილი, ჩვენს ზემოთ სუფევს უზენაესი, მარადიული, ყოვლადბრძენი, ყოვლისშემძლე, ძალი სახიერი, რომლისკენაც სიხარულით მიილტვის მორწმუნე ადამიანის სული. იგი მიეახლება მას და სიყვარულით მოუხმ...
მოსეს მიერ უფალი იტყვის: "არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ". სიძვაში რომ მარტო ასული ჰსთქუა და კაცის სახელი არ არის ხსენებული, ამისთვის არის ეს, რომ ერთის ხსენებით ორივე უნდა ვიცნათ: ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიე...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უფალი იტყვის: "არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ". სიძვაში რომ მარტო ასული ჰსთქუა და კაცის სახელი არ არის ხსენებული, ამისთვის არის ეს, რომ ერთის ხსენებით ორივე უნდა ვიცნათ: ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიეცემა. პავლე მოციქული ორსავ ერთად მისცემს სასჯელს და იტყვის: "რომელმან განხრწნეს ტაძარი ღვთისა - განხრწნეს იგიცა ღმერთმან." აქ სახელისა დებით არც ქალი უთქვამს და არც კაცი, ისე სწორებით სასჯელს მისცა. მრავლის სახით ჰსჯანს,...
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით ა...
იხილეთ სრულად
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული.
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივ სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც აქაცა განწმენდილ მაღალ საზომზე მყოფ დიდ-მამებს ზესთა გრძნობითი მადლი სული წმიდის მოვლენით ენიჭებოდა. - ხედვიდენ ხედვათა ...
იხილეთ სრულად
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივ სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც აქაცა განწმენდილ მაღალ საზომზე მყოფ დიდ-მამებს ზესთა გრძნობითი მადლი სული წმიდის მოვლენით ენიჭებოდა. - ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდება მათ შინაგანში დაუსრულებლად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნბელნიმარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და ესრეთ ...
link
სამყაროს შექმნით ღმერთს არაფერი დაჰკლებია და არც არაფერი შეჰმატებია
link
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვ...
იხილეთ სრულად
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვთო შეზღუდულობამდე მიგვიყვანდა, ანუ გამოიწვევდა ღმერთის, როგორც შემოუსაზღვრელი არსების შესახებ იდეის დამახინჯებასა და ორღმერთიანობის დაშვებას