სინანული - ციტატები, გამონათქვამები
სინანული - ციტატები, გამონათქვამები სინანული, გამონათქვამები, ციტატები
ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“ (ფს. 50). მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებასა და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთა ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი (ამინდი) არისო, ავათ ვარო, არა მცალიან ახლაო, მომავალ კვირას დავიწყებო. რა იცი, მაშინ კარგი ტაროსი იქმნება, თუ არა, კარგათ იმქნები თუ არა? ისარგებლე, ვიდრემდის დრო გაქვს, ნუ ხარ უდები, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
„ნუ იტყვი, ვცოდე, რა იქმნას ჩემდა, რამეთუ უფალი სულგრძელ არს; განწმენდისათვის ნუ იქმნები უშიშ შეძინებად ცოდვასა ზედა“ – ამ სიტყვებში ბრძენი, გამოცდილი ისუ გაგვაფრთხილებს ჩვენ, რათა არ ვიყვნეთ უდები და მცონარე ცოდვათა მონანებასა შინა; ნუ იტყვითო, რა დამემართება, რომ ვსცოდო; უფალი სულგრძელ არს. ნუ იმქნები უშიშარი ცოდვის განწმენდისათვის, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მრთელი სიცოცხლე უნდა განვატაროთ მონანებასა და ცოდვის მორიდებასა შინა
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რას ნიშნავს ძმანო ეს საშინელი საქმე? რა არის, რომ დღეს შენ მოინანებ შენთა ცოდვათა, აღუარებ მოძღვარსა: ესა და ეს ცუდი ჩვეულება მაქვსო და მოითხოვ ღვთისაგან მხურვალედ შენდობასა და ხვალე ისრეთვე მიიქცევი იმა ცოდვათადმი და არ დაივიწყებ ცუდთა შენთა თვისებათა? მიზეზი ამისა ის არის, ძმანო ჩემნო, რომ ანგარიშს არ აძლევ შენს თავს, არ განიკითხავ და არ გამოიკვლევ შენსა სულიერსა მდგომარეობასა, არ ჰკითხავ შენს თავს: შეგეძინა მადლი თუ დაგაკლდა, უმჯობესი შეიქმნები შენ სულიერად ანუ უარესი.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თვით ცხოვრება მარიამ მეგვიპტელისა საკმაოდ გვასწავლის ჩვენ, თუ ვითარ მოწყალე და სულგრძელ არს ღმერთი, რა სახით მოელის იგი ჩვენსა მოქცევასა და თუ მოვინანეთ იგი აღარ გაიხსოვნებს და გვაყვედრის ადრინდელსა ჩვენსა ცოდვასა, არ დაიშურვებს ჩვენთვის თვისსა საღმრთოსა მადლსა, და რაც გინდა ღრმასა ჯურღმულსა ცოდვისასა იყოს კაცი შთავარდნილი, თუ კი მოინდომა, მოინანა და გულწრფელად შეიგონა და აღიარა თვისნი ცოდვანი, ღმერთი მიიღებს მას და შერაცხს მეგობართა შორის თვისთა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ნეტარნამ ამან მარიამ მეგვიპტელმან მოგვცა ჩვენ მაღალი და საკვირველი სახე ლოცვისა და მონანებისა. მისი უწინდელი სიცოდვე და უწმინდრება, მერმე გასაოცარი მოცევა და მონანება, ბოლოს განსაკვირველი სულიერი მოღვაწება დიდსა ნუგეშსა მისცემს ყოველთა ღვთის მოყვარეთა კაცთა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
საიდუმლითა ნათლისღებისათა კაცი იშვების სულიერად, განიწმიდების და შეერთდების ღმერთთან. უკეთუ შეეძლოს კაცსა დამარხვა სიწმიდისა და მადლისა, რომელსა იგი მიიღებს ანთლისღებასა შინა, აღარ იქმნებოდა მისთვის საჭირო მონანიება და აღსარება; გარნა სამწუხაროდ, ვერც ერთი კაცი, მცხოვრები ამ სოფლად, ვერ დაიცავს უმანკოებასა ნათლისღებისასა. ჩვენ ყოველნი ვსცოდავთ მარადის, ძმანო, და ერთი მხოლოდ გვაქვს ღონისძიება, ესე იგი მონანება, რომლითა შეგვიძლიან კვალად აღვადგინოთ უბიწოება ჩვენი და შეურიგდეთ მამასა ჩვენსა ზიციერსა. ამისთვის წმიდა მამანი მონანებასა უწოდებენ მეორე ნათლისღებად. უკეთუ ღმერთს არ მოენიჭებინა ეს დიდი მოწყალება ჩვენთვის, ვგონებ, რომელ ვერცა ერთი კაცი ვერ სცხონდებოდა სულითა თვისითა.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
დრო არს, ძმაო, გაიღვიძო, მოგეახლა ცხოვნება. თუ ახლაც არ მოინანიე ცოდვანი შენნი, თუ ახლაც არ გაიღვიძე, მაშასადამე, არ ყოფილა შენთვის განღვიძება. რა სახით არ შეგაგონებს შენ წმიდა ეკლესია; რომლის კერძოით არ მოგეახლება იგი! თუ შიშით, თუ სიყვარულით, თუ შერცხვენით, თუ ლმობიერებით, თუ მრისხანებით, ყოველ საშუალებას იხმარს, ყოველ ხერხს გამოსცდის.
თემა: სინანულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი