დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარ...
იხილეთ სრულად
დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგვეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენ ცოდვასა და კარგი კაცი შეიქმნები; ხოლო კარგად თუ არ იცან შენი თავი, არათუ ქრისტიანობაში, არამედ არც სხვა საქმეში გამოდგები.
მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა და ეს საქმე სწორედ (მართლა) ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე; ეწყინება (მოსწყინდება), მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამას იქით აღარ ვი...
იხილეთ სრულად
მონანება ის არის, როდესაც კაცი იფიქრებს და იტყვის: მე ესა და ეს საქმე სწორედ (მართლა) ცუდად ვქმენიო, ამ საქმეში მე სწორედ დამნაშავე ვარო ღვთის წინაშე; ეწყინება (მოსწყინდება), მოეძალება ცოდვა და მერმე იტყვის: არა, ამას იქით აღარ ვიქმნ იმ საქმესო; ღმერთო, მომიტევე ახლა და ამას იქით კი სწორედ მომძულდა ის ცოდვა და აღარ ვიქმნო. აი, რაი არს მონანება.
აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მ...
იხილეთ სრულად
აწ უკუე მოიგონენ საქმენი შენნი ყოველნი და შეასწორენ კეთილნი იგი ბოროტთა მათ და, უკუეთუ ჰპოვნე ბოროტნი იგი უფროის კეთილთასა, დაჰფლვენ იგინი აწვე სათნოებითა. თვალნიმცა შენნი მარადის მხედველ არიან მატლსა მას დაუძინებელსა და ცეცხლსა მას დაუშრეტელსა და ქუხილსა მას ბნელისასა და სახუმილსა მას განუგრილებელსა. დაშრიტე ცეცხლი იგი ვნებათა შენთაი, არა თუ წყლითა, არამედ ცრემლითა მცირითა განწმიდე შეგინებულებაი სულისა შენისაი ტირილითა, რამეთუ ტირილი არა ხოლო თუ...
სულთითქუემდ აქა, რაითა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაი, რაითა მუნ მოიმკო სიხარული. თავმოდრეკით სულთითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მხურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა ამას,...
იხილეთ სრულად
სულთითქუემდ აქა, რაითა მუნ მხიარულ იყო, და ტირილითა ამით წარმავალითა მოისპე ტირილი იგი წარუვალი. დასთესე აქა შრომაი, რაითა მუნ მოიმკო სიხარული. თავმოდრეკით სულთითქუემდ და დასთხიენ ცრემლნი შენნი მხურვალედ. იხილე უკუე, მეძავსა ამას, რომელ სახარებასა წერილ არს, ტირილითა შეუნდვნა ქრისტემან ყოველნი ცოდვანი მისნი. რავდენ უფროის შენ, ოდეს სტიროდი მარხვითა და სიწმიდითა, უფროის მისსა ღირს იქმნე წყალობასა!
გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყვით, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე...
იხილეთ სრულად
გეშინოდენ უკუე წარდგომად წინაშე მსაჯულისა მის საშინელისა, სადა-იგი ყოველნი საქმენი შენნი საცნაურ იყუნენ ცხადად, რამეთუ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი მუნ აღწერილ არიან. ყოველსა რავდენსა ვიქმთ ანუ ვიტყვით, მასვე ჟამსა მუნ აღიწევის. აწ უკუე გეშინოდენ, ჰოი უბადრუკო, რაითა არა დაიწერნენ შენ ზედა ყოვლადვე ბოროტნი საქმენი შენნი, არამედ რომელ-ღა იგი დაწერილ არიან. ისწრაფე ახოცაი მათი ხოლო, სახმარ არს შენდა ტირილი ფრიადი, ლოცვაი და სინანული და აღსარებაი ცოდვათა ...
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია...
იხილეთ სრულად
მონანება, ძმაო, ის არის, როდესაც კაცმა ისე ღრმად იცნო თავისი ცოდვა, რომელ შესწუხდა სულითა და გულითა, მოიძულა და მოიძაგა ის ცოდვა. მონანებით განწმედილი ცოდვათაგან მხოლოდ ის კაცი არის, რომელმან ერთხელვე და სრულად უარყო ცოდვა, ეშინია მისი, ვითარცა საზარელისა მტერისა და ილტვის მისგან, როგორადაც განძვინებულისა ლომისაგან.
ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა. ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და ...
იხილეთ სრულად
ყოველთა შევსცოდეთ ღმერთსა და განვამწარეთ მამა ჩვენი ზეციერი; ყოველთა გვმართებს მონანება ცოდვათა და შერიგება ღვთისა თანა ლოცვითა და კეთილითა ყოფა ქცევითა. ნუ დავიძინებთ ცოდვათა შინა, რათა არა უკანასკნელადმდე დაგვივიწყოს ღმერთმა და მიაქციოს ჩვენგან პირი თვისი.
ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნ...
იხილეთ სრულად
ოდესმე მეფე და წინასწარმეტყველი დავით შთავარდა საშინელსა ცოდვასა და მოაკლდა საღმრთოისა მადლსა სულისა წმიდისასა. გარნა მოინანა და ილოცა მხურვალითა გულითა: „გული წმიდა დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა, ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან“ (ფს. 50). მაშინ ღმერთმა კვალადვე მოუვლინა მას სული წმიდა. ბაძევდი მისა მონანებასა, ვითარცა ხშირად ბაძავ მისსა ცოდვასა.
დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებასა და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთა ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი (ამინდი) არისო, ავათ ვარო, არა მცალიან ახლაო, მომა...
იხილეთ სრულად
დიდად აშავებენ მრავალნი ქრისტიანენი, როდესაც იგინი აგვიანებენ, გადასდებენ მონანებასა და მომზადებას ზიარებისათვის; თვით უმცირესი მიზეზი მოუშლის ზოგიერთთა ამ განზრახვას: ცუდი ტაროსი (ამინდი) არისო, ავათ ვარო, არა მცალიან ახლაო, მომავალ კვირას დავიწყებო. რა იცი, მაშინ კარგი ტაროსი იქმნება, თუ არა, კარგათ იმქნები თუ არა? ისარგებლე, ვიდრემდის დრო გაქვს, ნუ ხარ უდები, ნუ დაუმატებ ცოდვას ცოდვასა ზედა.