ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები
ამპარტავნება, ქედმაღლობა - ციტატები, გამონათქვამები ამპარტავნება, ქედმაღლობა, გამონათქვამები
ამპარტავანი კაცი ყოველი ხერხით ეძიებს პატივს, დიდებასა და ქებას. მას ყოველთვის რაღაცის ჩვენება სურს და სხვებისთვის მითითება, მბრძანებლობა, უფროსობა. ვინც მის სურვილს ეწინააღმდეგება, მასზე ძლიერ მრისხანებს და ემტერება.
ადამიანის ამპარტავნობის დასაბამი უფლისაგან განშორებაა და მისი გულის განდგომა დამბადებლისაგან. რადგან დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალი მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ კ... იხილეთ სრულად
ამპარტავანთა სულებში გმობის სიტყვები იშვებიან, ხოლო მდაბალთა სულებში – ზეციური ხილვანი.
ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება სურვილი ანუ მისწრაფება განავითაროს, სრულყოს თავისი ძალები, გაუთანაბრდეს სხვებს, მოიპოვოს კეთილი სახელი, პატივისცემა, დიდება, სხვათა კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, თუ იგი საკუთარი გონე... იხილეთ სრულად
როცა ადამიანი გონებით ამაღლდება და ასე იტყვის ხოლმე საკუთარი თავისთვის – უკვე შემიძენია სათნოებანი და კეთილად წარმემართება ცხოვრების გზაო, მაშინ, უწყოდეთ, რომ დიდად შეუცოდავს ასეთ ადამიანს და თვითვე განუსჯია საკუთარი თავი, რამეთუ... იხილეთ სრულად
უკუეთუ ქმნეს კაცმან ყოველი კეთილი და მას ზედა აღზუავნა და ამპარტავან იქმნა, არა შეიწირავს ღმერთი კეთილისა საქმესა მისსა, რომელ ქმნა, რამეთუ ამპარტავანებაი არს თავი ყოვლისა ცოდვისაი. და რომელსა ენებოს სლვად გზასა წარსაწყმედელისასა,... იხილეთ სრულად
105. ევლტოდე ამპარტავანებასა, ჰოი კაცო, დაღათუ მდიდარ იყო, ნუსადა წინაგანმწყობად შენდა გაქუნდეს ღმერთი
გახსოვდეს, რომ უფალს შენი ნებისმიერი ცოდვის მოთმენა შეუძლია, გარდა - ამპარტავნებისა.