თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
ვინმეს გულწრფელ შექებასაც კი ერიდე, რადგან თავმდაბალ ადამიანს ის არ უყვარს, ამპარტავანი კი კიდევ უფრო ქედმაღალი ხდება.
თუ სიმდაბლეს ყოვლად კეთილად არ რაცხ და არ მიიღებ, უკურნებელს საბრხეში შევარდები. ანუ სიმდაბლე ყოვლად კეთილად უნდა შერაცხო და მიიღო; და თუ სიმდაბლეს არ მიიღებ და ბოროტად შერაცხ, შენ ქრისტეც ბოროტად შეგირაცხია, ამისთვის რომ სიმდაბლე... იხილეთ სრულად
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და უფლის მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვდირებს.
თუკი ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობასა და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.
თუ თავმდაბლობა უბრალო და უსწავლელ ადამიანს აღამაღლებს, მაშ, განსაჯე, როგორ პატივს მიაგებს დიდსა და საპატიო ადამიანს.
თუ ადამიანი თავის ძველ კაცს ვერ შეიცნობს, რათა სწორედ ამით დამდაბლდეს ბუნებრივი სახით, მაშინ სიმდაბლე მისთვის არ იქნება ის მდგომარეობა, რომლითაც მასში დაიმკვიდრებს ღვთაებრივი მადლი.
თავმდაბლობის გარეშე მადლის მოქმედება შეუძლებელია, მადლის გარეშე შეუძლებელია სიყვარული; სიყვარულის გარეშე სამყარო ავადმყოფი და უბედური ხდება.
თავმდაბლის ბაგენი ჭეშმარიტებას ღაღადებენ და ვინც მას ეწინააღმდეგება, იმ მსახურს ემსგავსება, უფალს რომ ლოყაში გაარტყა.