ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენ სიკეთისა და ბოროტების არჩევანის წინაშე ვდგავართ, საით წავიდეთ მარჯვნივ თუ მარცხნივ: "ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
შემოქმედებითი უნარი მხოლოდ იმ პიროვნებებში გამოვლინდება სრულად, ვის გულშიც მოყვასის სიყვარული მეფობს. მიუძღვენით ერთმანეთს სიყვარული, "ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი" (გალატ. 6,2).
ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით ... იხილეთ სრულად
თუნდაც გიჭირდეთ, მაინც მიეხმარეთ სხვას, ვინც თქვენზე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და გახსოვდეთ ბიბლიის სიბრძნე: "გამცემი ხელი ცარიელი არ დარჩება, ზარმაცის ხელს სიღარიბე მოაქვს, მუყაითისას კი - სიმდიდრე" (იგავნი 10,4).
გაცილებით ადვილია ეკლესიის აგება და ეკონომიკის აღდგენა, ვიდრე სულის დარღვეული ტაძრის აშენება. ჩვენი მიზანია, ადამიანი უფალთან მივიყვანოთ, დავუბრუნოთ მას რწმენა არა ზოგადად ღმრთისა და აქედან გამომდინარე, საერთოდ რელიგიისა, არამედ ჭ... იხილეთ სრულად
ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები ამბობდნენ, სიმდიდრეში დიდი საფრთხე დევსო. პოეტი პროპერციუსი წერდა: "მე ვხედავ რომს, ამაყ რომს, უდროოდ სიკვდილის სარეცელზე მწოლს, თავისი აყვავებული ცხოვრების მსხვერპლს". დაახლოებით იმავეს ამბობ... იხილეთ სრულად
თითოეულ ჩვენგანსა და მთელს ერში სინანულმა უნდა გაიღვიძოს. სინანული აუცილებელია არა მარტო ჩვენთვის, ქართველებისთვის, არამედ ყველა ხალსისათვის. მის გარაშე ერიც და ქვეყანაც სულიერად კვდება, ფიზიკურად აღიგვება პირისაგან მიწისა და მოის... იხილეთ სრულად
სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია. უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკე... იხილეთ სრულად