ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან
ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან, წიგნებიდან ციტატები, ამონარიდები ჩანაწერებიდან
სინანული, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში ჩაღრმავებაა, ეს არის სწრაფვა სულისა აღიქვას საკუთარი თავი ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია შეიცნოს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩვენ კი ხშირად თვალს ვარიდებთ ჩვენს სულში დაბ... იხილეთ სრულად
დამდაბლებით, ცხოვრების ქურაში გატარებით, ამპარტავნებისა და პატივმოყვარეობის ცოდვისგან გვკურნავს მაცხოვარი და გვეხმარება, რომ თავმდაბლობა, შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მოვიპოვოთ.
ვიდრე დედამიწა და კაცობრიობა იარსებებს, სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული, სასოება და იმედის გაცრუება, ომი და მშვიდობა ყოველთვის გვერდიგვერდ იქნება, რადგან პიროვნებაში ბნელი საწყისის მთელი ძალაა დაფარული და მასშივეა მთელი ... იხილეთ სრულად
ყოველი ადამიანი ღვთის ხატებაა და უფლის ბეჭედი ყველაზე დაცემული მდგომარეობიდან წმიდანად და დიდ მოღვაწედ ამაღლების შესაძლებლობას აძლევს, რა თქმა უნდა, თუ ამას თვითონ მოინდომებს.
ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება არა მარტო ბოროტების ჩამდენთ, არამედ მათ შვილებს, ახლობლებსა და შთამომავლობას.
ადამიანმა, და მითუმეტეს ქრისტიანმა, სიყვარულის კანონით უნდა იცხოვროს და განაგდოს თვისგან სიძულვილი და წინააღმდეგობის სული. წმ. იოანე ღვთისმეტყველი წერს: ვისაც სძულს ძმა ანუ მოყვასი თვისი, ბნელსა შინა არს. მართლაც, მტრობის, სიძულვი... იხილეთ სრულად
თუ წარმართნი ასწავლიდნენ, რომ "ომი მამაა ყოვლისა, მეფე ყოველთა" (ჰერაკლიტე ეფესელი), ხოლო ებრაელნი - "თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ"-ო (გამოსვლათა 21,24), მაცხოვარმა დედამიწაზე სიყვარული და შერიგება მოიტანა.
სამყაროს ღრმა ძილით ეძინა, როცა ბეთლემელ მწყემსებს ესმათ ანგელოზთა გალობა - სადიდებელი ახლადშობილი მაცხოვრისა: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ მხოლოდ ჭეშმარ... იხილეთ სრულად
მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლ... იხილეთ სრულად